თავში

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 27-28 დღე. მთვარის გადასვლა ლომის ნიშანში დაემთხვა ახალი მთვარის ზონაში შესვლას. თვითგამოხატვის, თავისუფლების, შემოქმედებისკენ სწრაფვა ამ დღეს დაბლოკილია გარემოებებით. დღის პრობლემა შეიძლება იყოს გეგმების არევა, უაზრო სიჯიუტე, ინერცია მავნე ჩვევებისკენ. რთული იქნება, ნებაყოფლობით შეეგუო შეზღუდვებს. 

დაალაგეთ ფსიქიკა, მოიცილეთ ზედმეტი აკვიატება და უმჯობესია, გადადოთ ნებისმიერი წამოწყება, ახალი ნაწნობობა კონტაქტები, მოგზაურობები, მინიმუმ ,ერთი დღით.

ვერძი

თქვენი ჩანაფიქრი ნელნელა რეალიზებას იწყებს, ნუ გაუსწრებთ წინ მოვლენებს და ფრთხილად იყავით კულუარული მითქმა მოთქმის საგანი რომ არ გახდეთ.

კურო

მასშტაბურ ცვლილებებს ნუ ელოდებით, თუ რაიმე საქმის წამოწყებას აპირებთ რჩევა კომპეტენტურ პირებს ჰკითხეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის აზრი მოისმინეთ და შემდეგ იმოქმედეთ ისე როგორც ინტუიცია გიკარნახებთ.

ტყუპები

შესაძლოა გაუთვალისწინებელმა სიტუაციებმა იჩინოს თავი, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ნუ ეცდებით თქვენს საქმეებში სხვების ჩარევს. ორგანიზებულად და ფრთხილად მართეთ პროცესები.

კირჩხიბი

მოიკრიბეთ ძალები და მონდომებით იმუშავეთ, ახლა კარგი დროა შექმნათ ბაზისი მომავალი კარიერული წარმატებისთვის.

ლომი

კარგი იქნება თუ ემოციურად მეტად დაისვენებთ, თუ საჭიროა შეცვალეთ გარემო, მთავარია იმოქმედოთ სუფთა სინდისით და ყურადღება გაამახვილოთ იმ პერსპექტივებზე , რომელსაც მოვლენები გკარნახობენ.

ქალწული

ნუ იზარმაცებთ და გულმოდგინედ შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები, რათა თავიდან აიცილოთ გაკიცხვა და საყვედურები. აქცენტი გააკეთეთ გონებასა და ლოგიკაზე და არა ემოციებზე.

სასწორი

სამუშაოს შესრულებისას ყურადღება გაამახვილეთ ალტერნატიული მეთოდების გამოყენებაზე და არც თქვენი გამოცდილება დაივიწყოთ.

მორიელი

შესაძლოა დღეს დახმარებისთვის ან რჩევისთვის უმცროსმა თაობამ მოგვამრთოთ. კარგი იქნება თუ სწორად გადაანაწილებთ თვენს ძალებს, სათანადო დროს დაუთმობთ მათ და სამსახურშიც არ დაბრკოლდებით.

მშვილდოსანი

მოგვიანებით მეტი შანსები გექნებათ თქვენი გეგმების განსახორციელებლად. იმოქმედეთ თავშეკავებით, დაზოგეთ თქვენი რესურსები და არ დაუშვათ კონფლიქტური სიტუაცია.

თხის რქა

ახლა ვნებებს აყოლა არაფერს კარგას არ მოგიტანთ, მათ ვისაც ოჯახი გყავთ მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, ასევე კარგი იქნება თუ გარკვეულ კორექტივეს შეიტანთ თქვენს ცხოვრებაში.

მერწყული

ახლა თქვენ იდეალური დისციპლინა გესაჭიროებათ, რათა მოასწროთ ყველა საქმის დროულად და ხარისხიანად დამუშავება.

თევზები

კარგი პერიოდია პრიორიტეტების დასალაგებლად, ახლა შესაძლობლობა გაქვთ გაერკვეთ თქვენს თავსა და მიმდინარე მოვლენებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system