თავში

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა სასწრაფოდ მოგიწიოთ სადმე გამგზავრება, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშრებით გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა. კარგი დროა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდების ჩასაბარებლად.

კურო

იმოქმედეთ მოკლევადიანი სტრატეგიით, ეს დღე დიდ ემოციურ და ფიზიკურ ძალებს მოითხოვს თქვენან. შესაძლოა გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებიც გქონდეთ.

ტყუპები

ნუ მოაწერთ ხელს ხელშეკრულებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე. შეაქეთ საკუთრი თავი და დაკმაყოფილდით ყოველდღიური პატარ-პატარა მიღწევებით.

კირჩხიბი

იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და ნუ აჰყვებით ილუზიებს, გაუსწორეთ თვალი რეალობას და ირწმუნეთ თქვენივე ძალების, რადგან იმაზე მეტი შეგიძლიათ ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ლომი

ძირეული ცვლილებების ეტაპს გადიხართ, ირღვევა რაღაც ძველი და დრომოჭმული. გაათავისუფლეთ სივრცე გაბზარული, გატეხილი ნივთებისგან, მიეცით თქვენ ენერგიას გამოვლენის საშუალება. დაწვით, მოიცილეთ ყველაფერი რაც ხელს გიშლით წინსვლაში.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და მინიშნებებს, იყავით მეტად დაკვირვებული გარემომცველი სამყაროს მიმართ. არაფერი ტყუილა არ ხდება, ყველა მოვლენა ამ სამყაროში გარკვეულ იდეას ემსახურება.

სასწორი

დღეს საქმეების მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა და ენერგია დაგჭირდებათ. შეინარჩუბნეთ სიმშვიდე და დატვირთული დღის შემდეგ მიეცით თავს დასვენებისა და განტვირთვის საშუალება.

მორიელი

აქტუალური ხდება ფინანსური საკითხები, პარტნიორებთან გაუგებრობების ალბათობა მატულობს. ახლა საქმეების გარკვევის დრო არ არის, დაელოდეთ უკეთეს, ხელსაყრელ მომენტს.

მშილდოსანი

მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ინტუიცია დაგეხმარებათ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. დაივიწყეთ თქვენი ეგოიზმი და გაითვალისწინეთ გამოცდილი, ავტორიტეტული ადამიანების რჩევები.

თხის რქა

ნუ შეეცდებით ინტრიგებითა და სხვების გასულელებით წარმატების მიღწევას. იყავით სამართლიანი და სუფთა პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ.

მერწყული

დღეს ჯობია თავი შეიკაოთ მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვისა და რეფორმებისგან, ასევე არ არის ხელსაყრელი დრო არც შენაძენისა და ახალი ნაცნობობისთვის. ეცადეთ განამტკიცოთ მიღწეული და დაასრულოთ ძველი ვალდებულებები.

თევზები

სახლსა თუ სამსახურში დაგროვილი საქმეები არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას. ახლა მთავარია დააბალანსოთ საოჯახო და კარიერული საკითხები და სწორად გადაანაწილოთ დრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system