თავში

8 ოქტომბერი - რას გვირჩევს ასტროლოგი?!

8 ოქტომბერი - რას გვირჩევს ასტროლოგი?!
8 ოქტომბერი - რას გვირჩევს ასტროლოგი?!

უგეზო მთვარეა 05:57 დან -19:45 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა ახლობლებთან დაგჭირდეთ თავის მართლება და ახსნა რათა მეტი ნდობა გამოიჩინონ. ისინი ღრმად ცდებიან თქვენს შეფასებაში, მაგრამ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გული არ გაიტეხოთ.

კურო

სასურველია წესრიგში მოიყვანოთ თქვენი ფიქრები და წარმატების მისაღწევად აირჩიოთ პრიორიტეტული საქმეები. ენერგია ძირითადი საკითხებისაკენ მიმართეთ რათა კონკრეტული შედეგები მიიღოთ.

ტყუპები

დაასრულეთ დაწყებული საქმეები, ნუ გადადებთ მათ სამომავლოდ, თუ ახლა ყველაფერს არ მოაგვარებთ, ძალიან გაგიჭირდებათ შემდეგ უამრავ გადაუდებელ საკითხებთან და ვალდებულებებთან გამკლავება.

კირჩხიბი

ნუ დაელოდებით უკეთეს დროს და დღესვე დაიწყეთ სამომავლო გეგმებისთვის საორიენტაციო საკითხების ანალიზი. გამოიყენეთ თქვენი გამოცდილებები და შეეცადეთ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ საქმიან პარტნიორებზე.

ლომი

დღევანდელმა დღემ შეიძლება მოულოდნელი სიურპრიზებით გაგაოცოთ, როგორც საქმიან, ასევე პირად - სასიყვარულო სფეროში, რაც იშვიათად ხდება ადამიანების ცხოვრებაში.

ქალწული

დღევანდელი დღე დაგანახებთ თუ სადმე არასწორი სტრატეგია გაქვთ არჩეული, ახლა შესაძლებლობა გექნებათ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ რათა უკეთესი შედეგები მიიღოთ.

სასწორი

კარგია საკუთარი საქმის წამოწყება, დიდი ალბათობით თქვენი სტრატეგია სასიკეთო აღმოჩნდება და უკან ჩამოიტოვებთ პოტენციურ და უკვე არსებულ კონკურენტებს. იყავით უფრო გაბედული.

მორიელი

თქვენი კომუნიკაბელურობით დღეს საოცარ შთაბეჭდილებებს მოახდენთ. გამოიყენეთ ეს უნარები შესაბამისად. შესაძლოა ეს დღე ყველაზე დასამახსოვრებელი იყოს უახლოეს პერიოდში და საკუთარი თავის რწმენაც გაგიმტკიცდეთ.

მშვილდოსანი

ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით და ყველა კარს იოლად გააღებთ, თქვენი მცირეოდენი ძალისხმევაც საკმარისია შესამჩნევი შედეგების მისაღებად, მთავარია არ დაიზაროთ და შრომას არ მოერიდოთ.

თხის რქა

შეეცადეთ ირგვლივმყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალოს. ყურადღება გამოიჩინეთ საკვები პროდუქტების მიმართ.

მერწყული

ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თქვენს შრომას ხელმძღვანელობა სათანადოდ დააფასებს და არც კოლეგები დაიშურებენ საქებარ სიტყვებს.

თევზები

შესაძლოა ყველაფრის თავიდან დაწყება დაგჭირდეთ, რადგან ის რაც თითქოს კარგად მოფიქრებული და გახსნილი იყო, სრულიად არაფრისმომტანი და უპერსპექტივო აღმოჩნდეს. მოახდინეთ თქვენი გონების მობილიზება და დაისახეთ ახალი ამოცანები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system