თავში

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

სავსემთვარეობაა. დიდია კონფლიქტების, საგზაო შემთხვევების ალბათობა. დაიცავით ემოციური ბალანსი, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

უგეზო მთვარეა 20:08 დან დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი - თქვენი მოზღვავებული ენერგია პიკს აღწევს. შეიცვალეთ იმიჯი, შეიძინეთ ახალი საგნები, სამკაულები.

კურო - პირად ცხოვრებაში წარმატება გელით,მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი სხვებთან, ერიდეთ ჭორებს.

ტყუპები - ყველა გაუგებრობა და უსიამოვნება უკან დარჩა, შეგიძლიათ გაიხაროთ და დატკბეთ ცხოვრებით.

კირჩხიბი - მოულოდნელი შეხვედრა სასიამოვნო მოგონებებისა და გულღია საუბრების ტალღაზე დაგაყენებთ და ძალიან დიდი პოზიტივით დაიმუხტებით.

ლომი - საქმეები დიდ დროს წაგართმევენ და პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ მოიცლით. ფრთხილად, ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს ეჭვისა და გაურკვევლობის საბაბს!

ქალწული - პირად ამბებში მღელვარება გელოდებათ, გაუგებრობის შემთხვევაში დახმარება მეგობარს სთხოვეთ.

სასწორი - წვრილმანების გამო ნუ აუხირდებით თქვენს პარტნიორს, არაა გამორიცხული ბობოქარი გრძნობების ამოფრქვევა.

მორიელი - გაუბედაობამ შესაძლოა სიტუაცია არასწორად დაგანახოთ, შეეცადეთ სწორი გზა აირჩიოთ და ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზით დაგაჯილდოვებთ.

მშვილდოსანი - საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრებია თქვენთვის აქტუალური, ეს სიახლეები უფრო გაგალაღებთ და ახალი ემოციებით დაგმუხტავთ.

თხის რქა - საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო მოულოდნელობას ელოდეთ. გააკეთეთ რაიმე განსაკუთრებული თქვენც მისთვის.

მერწყული - ეცადეთ თქვენი ფილოსოფიური საუბრებით არ გაირთულოთ დამოკიდებულება ირგვლივმყოფ ადამიანებთან.

თევზები - პირად ურთიერთბაში სიხარული და წარმატებაა მოსალოდნელი, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ქედმაღლობა კარგს არაფერს მოგიტანთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system