თავში

ასტროლოგიური პროგნოზი-26 თებერვალი

ასტროლოგიური პროგნოზი-26 თებერვალი
ასტროლოგიური პროგნოზი-26 თებერვალი

ვერძი

შესაძლოა ასპარეზზე ძველი სიყვარული გამოჩნდეს. სანამ რამეს მოიმოქმედებთ ყველაფერი კარგად აწონდაწონეთ.

კურო

იღბალი კართანაა მომდგარი, ამიტომ გულმოდგინეთ შეეჭიდეთ ყველა დაბრკოლებას, სწრაფად გადასაჭრელი საკითხები მეგობრის დახმარები მოგვარდება.

ტყუპები

დიდი ალბათობით საქმეებს კარგად გაართმევთ თავს და შესაძლოა პროფესიასთან დაკავშირებული საკითხებიც მშვენივრად განვითარდეს.

კირჩხიბი

ახლა რისკისა და არაფრისმომცემი მოგზაურობების დრო არ არის, იყავით წინდახედული და ფრთხილი, ერიდეთ უსიამოვნო ადამიანებს, ვერავინ შეძლებს გაგაკეთებინოთ ის, რაც თავად არ გინდათ.

ლომი

ნურავის ნურაფერს აუხსნით, მოდუნდით და საჭირო შემთხვევაში გავლენიანი ნაცნობ-მეგობრები გამოიყენეთ.

ქალწული

კარიერული წინსვლის ალბათობა მატულობს, დრო შესაფერისია პოზიციების გამყარებისთვის, შესაძლოა მოგიწიოთ ბრძოლა უკეთესი შემოსავლის წყაროსთვის.

სასწორი

სასიკეთოა ამ დროს მოგზაურობა, შეხვედრები, ახალი კონტაქტების დამყარება, მაგრამ ეცადეთ საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი მიღწევები და წარმატებები.

მორიელი

დღე არ არის საქმეებით გადატვირთული, მოსალოდნელია შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, დიდია თქვენი დაინტერესებაც.

მშვილდოსანი

შეხვდით მეგობრებს, თამამად განიხილეთ ამბიციური გეგმები, მორიდება და გაუბედაობა ახლა ნამდვილად არ გარგებთ.

თხის რქა

შესაძლოა დღეს მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენგან არანაირად არ ელიან. თქვენი გონივრული სტრატეგიით შეძლებთ მოკლე დროში სადავეების ხელში აღებას.

მერწყული

დღეს შესაძლოა დიდი ხნის დუმილის შემდეგ წარსულიდან თავი შეგახსენონ. გადახედეთ სახლსა და სამუშაო სივრცეს, დაფიქრდით ინტერიერის შეცვლაზე.

თევზები

ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებით მშვიდი და გეგმიური მოქმედებით, ნუ იდარდებთ ყველა წვრილმანზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system