თავში

დღეს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იქონიებს იგი გავლენას

დღეს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იქონიებს იგი გავლენ
დღეს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იქონიებს იგი გავლენას

2021 წლის 19 ნოემბრის მთვარის დაბნელება ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს. ამ პერიოდში, ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენელი ყველაზე დაუცველი იქნება.

უპირველეს ყოვლისა, დაბნელება შეეხებათ კირჩხიბებს. მომდევნო კვირა მათთვის ძალიან ემოციური იქნება. ამ პერიოდში ისინი უნდა მოერიდონ, ინვესტიციების განხორციელებას, სამუშაოს ცვლილებას და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.  ასტროლოგები კირჩხიბებს  მეტ მოძრაობას ურჩევენ.

მთვარის დაბნელება გავლენას იქონიებს მორიელებზეც. ამ პერიოდში, შესაძლოა, თავი იჩინოს ფსიქიკურმა და ფიზიკურმა ჯანმრთელობის პრობლემებმა. ამ ყველაფერმა, შესაძლოა,  რეალობის არაადეკვატური შეფასება გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია მორიელებმა ჰარმონიის ძიება საკუთარ თავში დაიწყონ. ახლო მომავალი არახელსაყრელი იქნება შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის, რადგან დიდია ჩხუბისა და კონფლიქტის რისკი. ასტროლოგი გირჩევთ, საკუთარი თავი არ გაკიცხოთ და შეეცადოთ, საყვარელი საქმიანობებით დაკავდეთ. 

დღევანდელი მთვარის დაბნელება რთული აღმოჩნდება თევზებისთვისაც. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სულიერი სიმშვიდე. ამისათვის მიმართეთ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მედიტაცია და იოგა. ახლა დროა უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. აღნიშნული პერიოდი არ იქნება ხელსაყრელი რომანტიკული ურთიერთობისთვის, ამიტომ მცირე ხნით დაიცადეთ და ნუ გარისკავთ. უნდა გამოიჩინოთ  მოთმინება და მეტი ყურადღება ოჯახისა და მეგობრების მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system