თავში

ფინანსური ჰოროსკოპი - რა კარიერული სიახლეები გექნებათ 2021 წელს

ფინანსური ჰოროსკოპი - რა კარიერული სიახლეები გექნებათ 2021 წელს
ფინანსური ჰოროსკოპი - რა კარიერული სიახლეები გექნებათ 2021 წელს

ვერძი (21 მარტი / 20 აპრილი)

ადრე თუ გვიან თქვენი ფინანსური მდგომარეობა ისევ გაჯანსაღდება. შეიძლება ეს წლის დასაწყისშივე არ იგრძნობოდეს, თუმცა იცოდეთ, რომ უახლოესი თვეები ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს მოგიტანთ. გაზაფხულზე ერიდეთ ყალბ ცნობებს. ეცადეთ გადაამოწმოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც თქვენს სამსახურსა და ფინანსებს შეეხება, განსაზღვრეთ, ვინ არის სანდო და ვინ - არა. 

შემოდგომით ტურიზმის, მედიისა და რეკლამირების სფეროებშიც ღირს ძალების მოსინჯვა. ეცადეთ წლის პირველ ნახევარში დაზოგოთ თანხა, რადგან თავი უფრო დაცულად იგრძნოთ. 

კურო (21 აპრილი / 21 მაისი)

იანვირდან ივნისამდე თქვენი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების პერიოდია. მოიძიეთ ახალი გზები და შეიძინეთ ცოდნა იმის შესახებ, რისი კეთებაც მოგწონთ. სამომავლოდ საინტერესო სამუშაო მოგეცემათ, სადაც უნდა დაამტკიცოთ, რა შეგიძლიათ. ასეთი შანსი აგვისტოშია მოსალოდნელი. თქვენ შეძლებთ აიმაღლოთ ცხოვრების დონე. ეცადეთ დაზოგოთ თანხები, რადგან ოქტომბერში ფულის ხარჯვის არაჩვეულებრივი იდეები გაგიჩნდებათ. წლის ბოლომდე დაასრულეთ სასურველი შესყიდვები, რომლებიც გრძელვადიან სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ტყუპები (22 მაისი / 21 ივნისი)

გჯეროდეს საკუთარი თავის. სამომავლო გეგმები წელს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და ამან არ დაგაბნიოთ. მიეცით თავს ახალი მიმართულებების მოსინჯვის საშუალება. შესაძლოა იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე, ახალ საცხოვრებელ სივრცეში გადასვლაზე ან ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაზე - თქვენი თვალსაწიერის გაფართოება დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ახალი უნარები და შესაძლებლობები საკუთარ თავში. 

საკომუნიკაციო უნარები დაგეხმარებათ უკეთ მოერგოთ ახალ გარემოებებს.

ზაფხულის პერიოდში შესაძლოა ახლობელმა ადამიანმა გთხოვოთ დახმარება სესხის მისაღებად. კარგად დაფიქრდით, თქვენ გექნებათ პირადი გეგმები, რასაც შესაძლოა ამ ფაქტმა ხელი შეუშალოს. ეცადეთ მეტად დაეხმაროთ საკუთარი ოჯახის წევრებს და პრიორიტეტად სწორედ ისინი აქციოთ. 

კირჩხიბი (22 ივნისი / 23 ივლისი)

ნიჭიერ ადამიანებთან ძალების გაერთიანება გაზრდის თქვენს ფინანსურ პერსპექტივებს წლის დაწყებისთანავე. გაზაფხულზე მოულოდნელი პრემია, საჩუქარი ან სხვა ტიპის შემოსავალი გექნებათ, რაც თქვენი კომფორტის შესაქმნელად მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეცადეთ თქვენს საცხოვრებელ სივრცეში დაიმატოთ ისეთი ნივთები, როგორის ქონაც ყოველთვის გინდოდათ, თუმცა თავს ამის ფუფუნებას ვერ აძლევდით.

შემოდგომაზე გამოჩნდება არაჩვეულებრივი შანსი, გაატაროთ შვებულება საზღვარგარეთ. მოგვიანებით, შესაძლოა თავი სამსახურში დატვირთულად იგრძნოთ, თუმცა ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა ამ სირთულეს შეგიმსუბუქებთ. თქვენი ხელმძღვანელი პირი მადლიერი იქნება გაწეული სამსახურისთვის. მოსალოდნელია ხელფასის მატება ან დაწინაურება როგორც პასუხი თქვენი ერთგულებისათვის. 

ლომი (24 ივლისი / 23 აგვისტო)

კონკურენციის მოყვარულ ტიპს წელს ბევრი გამოწვევა გამოგიჩნდებათ, რომელთა დაძლევაც შეგაძლებინებთ, მიაღწიოთ ახალ სიმაღლეებს. ეცადეთ ყოველთვის იყოთ მზად სამუშაოს შესასრულებლად და მაქსიმალურად კონცენტრირდეთ. 

მარტში მოსალოდნელია ერთგვარი დაჯილდოება, რაც თქვენს ლიდერულ პოზიციაზე მუშაობასა და გამოჩენილ ენთუზიაზმს შედეგად მოჰყვება. 

მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება სექტემბერში. არ დაინანოთ ფინანსები იმისთვის, რაც გიყვართ, რადგან ამას შეუძლია მოტივაცია მოგმატოთ. თუკი გექნებათ მოხალისოებრივი მუშაობის საშუალება, არ გაუშვათ ხელიდან. ასეთ ქცევას შეუძლია დიდი სარგებელი და კმაყოფილება მოგიტანოთ. 

ქალწული (24 აგვისტო / 23 სექტემბერი)

შემოსავლის წყარო შესაძლოა მოულოდნელად შეწყდეს, თუმცა პანიკა საჭირო არ არის. ჰორიზონტზე შემოსავლის მიღების უფრო კარგი შესაძლებლობები ჩანს. თებერვლის ბოლოს თქვენი კარიერული სექტორის პლამეტების ჯგუფი ხელს შეუწყობს საინტერესო ცვლილებებს, რაც გააუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას. 

ეცადეთ ფული დახარჯოთ ისე, რომ კომფორტი და სიამოვნება შეიქმნათ. ზაფხულში კარგად დაისვენეთ, რადგან ეს თქვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერების ინვესტიცია იქნება. იპოვეთ გზა, გამოავლინოთ საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები ნოემბერში. გახსოვდეთ, თქვენ მარტივად შეგიძლიათ გაუწიოთ კონკურენცია სხვებს. 

სასწორი (24 სექტემბერი / 23 ოქტომბერი)

მზად იყავით სამუშაო ადგილის ან პოზიციის ცვლილებისათვის. იცოდეთ, ეს სიახლე გაუმჯობესებული შემოსავლის მიღების საშუალებას მოგცემთ. წელს დაფასდება თქვენი მოტივაცია და სურვილი, შეასრულოთ თქვენი საქმისგან განსხვავებული სამუშაო. შეეგუეთ ნებისმიერ შეფერხებას და უხერხულობას. ივლისისთვის სამუშაო სივრცის დიდ გაუმჯობესებას ელოდეთ. 

გაიუმჯობესეთ პოზიტივის ხელოვნება. ეცადეთ გამოსახოთ საკუთარი თავი საუკეთესო ვიზუალიზაციით და დრო ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატაროთ. შემოდგომით თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირება საშუალებას მოგცემთ დრო უფრო ეფექტურად და ეფექტიანად გამოიყენოთ. 

მორიელი (24 ოქტომბერი / 22 ნოემბერი)

სასურველია თუ წლის ბიუჯეტს მის დასაწყისშვე შეადგენთ. დადებით ეფექტს იქონიებს დანაზოგის სადღესასწაულო ფონდში ჩადება. 

წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გექნებათ სამომავლო პარტნიორებთან ან დამსაქმებლებთან. ეცადეთ, მათთან თქვენი წარსული მიღწევები წარმოაჩინოთ, რაც კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. აპრილში ახალი ბიზნეს-შესაძლებლობა მოგეცემათ, რაც სამომავლო წარმატების საწყისი შეიძლება იყოს. ზაფხული პერიოდში ეცადეთ დაკავდეთ საცხოვრებელი სივრცის კეთილმოწყობის პროექტით, რაც აგიმაღლებთ განწყობას, თუმცა მოითხოვს დამატებით ხარჯებს, რაც დანაზოგში დროულად უნდა გაითვალისწინოთ. 

მშვილდოსანი (23 ნოემბერი / 21 დეკემბერი)

კონცენტრირდით უფრო მეტად დაზოგვაზე, ვიდრე ხარჯვაზე. წელს ფინანსების მიმართ გონივრული მიდგომა გმართებთ. სასურველია გააკეთოთ ბიუჯეტი და მიყვეთ მას. წლევანდელი წელი საშუალებას მოგცემთ წელში გაიმართოთ. გაზაფხულზე ფინანსურად უფრო მყარი გახდებით. 

დაფიქრდით, თუ თქვენი სამუშაო ძალიან სტრესულია, ეცადეთ სხვა თანამდებობა ან სამუშაო სივრცე გამოძებნოთ. ივლისში საინტერესო შეთააზებას ელოდეთ. მზად იყავით განაცხადის შესავსებათ. 

თქვენი ენერგია გადაანაწილეთ მოგზაურობაზე, სწავლასა და ახალი გამოცდილებების მიღებაზე. ეს მიმზიდველ ბრწყინვალებას შეგიქმნით. 

თხის რქა (22 დეკემბერი / 20 იანვარი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ მოაკლდებით თქვენთვის სასურველ კომფორტს, მაინც გაითვალისწინეთ რომ ხარჯვას ყურადღების მიქცევა სჭირდება. წლის დასაწყისშივე შესაძლოა მნიშვნელოვანი საქმიანი შეთანხმება გაგიუქმდეთ, რაც სტრესულ გარემს შექმნის. გახსოვდეთ, მეგობრებიც განიცდიან ფინანსურ სიდუხჭირეს, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. 

სამუშაო ადგილზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა უსიამოვნო იქნება. პირველი სამი თვის განმავლობაში არსებული სახლიდან მუშაობის საშუალება ერთხანს იდეალურ გამოსავლად მოგეჩვენებათ, მაგრამ მოგვიანებით საჭირო იქნება ადაპტაცია. ეს ბრძოლა იქნება ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად. თუმცა, თქვენ იპოვით გზებს, რათა ფინანსები სწორად გადაანაწილოთ. კარიერული ზრდის პერსპექტივები წლის ბოლოს გაიზრდება. 

მერწყული (21 იანვარი / 19 თებერვალი)

ხალხი დააფასებს თქვენს ნიჭს და შესაძლებლობებს. საუკეთესო წელი იქნება საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს, რაც თავიდან გაგაღიზიანებთ, თუმცა მოგვიანებით მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი უკეთესობისთვის იყო. 

სახლის კეთილმოწყობის პროექტი ივნისში კარგად წარიმართება. ეს შესანიშნავი დრო იქნება საძინებელი ოთახის რესტრუქტურიზაციისთვის, სამზარეულოს გაფართოებისთვის და ბაღის ლანდშაფტის მოსაწყობად. 

თქვენ სხვა ადამიანებს ყოველთვის პრიორიტეტად აქცევდით და წელს სამყარო იპოვის გზას დაგაჯილდოვოთ კეთილი საქმეებისათვის. ეს იქნება წელი, როდესაც თქვენს ოცნებებს გაუმართლებთ. 

თევზები (20 თებერვალი / 20 მარტი)

წელს არ ისურვებთ კონცენტრირდეთ ფულად სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მატერიალურ საკითხებზე. თქვენ არჩევთ მეტი ყურადღება დაუთმოთ ისეთ გარემოებებს, რაც სიხარულს მოგიტანთ. 

ფინანსურმა საკითხებმა შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს ახლო ურთიერთობებში. გაზაფხულზე მოერიდეთ ფინანსურ ან რომანტიკულ რისკებს. 

ივნისში ახალი მოვალეობების მიღების საშუალება გექნებათ, რაც შეიძლება დაწინაურებაში გამოიხატოს. ახალი სამსახური ხელს შეუწყობს თქვენი შემოსავლის გაუმჯობესებას. 

ზაფხულში თქვენი ფულის შეგროვების უნარი დადებით შედეგს გამოიღებს. ეს კარგი დრო იქნება ქველმოქმედებისათვის და მეგობრებთან მეტი სიახლოვისთვის, რაც ამაღლებულ შეგრძნებებს მოგიტანთ. 

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system