თავში

კარიერული აღმავლობა - ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს დაწინაურება ელის

​კარიერული აღმავლობა - ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს დაწინაურება ელის
კარიერული აღმავლობა - ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს დაწინაურება ელის

ოქტომბერში ასტროლოგები ზოდიაქოს ორ ნიშანს კარიერულ კიბეზე აღმავლობასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდებიან.

სასწორი

ოქტომბერში არნახული იღბალი სამსახურში სასწორს ელის. მათთვის ყველა კარი ღია იქნება, ხელმძღვანელები კი მათ სიტყვებს ყურს დაუგდებენ. მთავარია ინიციატივის გამოვლენა და ახალი მწვერვალების მიღწევის სურვილი. ასტროლოგების რჩევით, დასახულ გზაზე თანმიმდევრული და მტკიცე სვლაა საჭირო, მაშინ სასწორს იღბალი არ მიატოვებს და მაღალ საფეხურზე ასვლის საშუალებას მისცემს. ამასთან, სასურველია, კოლეგებსა და უფროსებთან კონფლიქტს მაქსიმალურად ერიდოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს უახლოეს მომავალში გაწეული სამუშაოსთვის კარგი შემოსავალი ელის. ეს მათ თავდაჯერებულობას შემატებს და წინ უფრო დიდი ძალისხმევით სვლისკენ უბიძგებს. შედეგი აუცილებლად ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. ასტროლოგები პროექტებში მონაწილეობას სანდო პარტნიორებთან ერთად გირჩევთ, ასე თანამშრომლობა უფრო ეფექტური იქნება. მთავარია არ აჰყვეთ პანიკას წვრილმანების გამო და კარიერაზე გაამახვილოთ ყურადღება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system