თავში

ქეთი ოდიშელის რჩევები სავსემთვარეობის პიკზე, რომელიც ამაღამ იწყება

ქეთი ოდიშელის რჩევები სავსემთვარეობის პიკზე, რომელიც ამაღამ იწყება
ქეთი ოდიშელის რჩევები სავსემთვარეობის პიკზე, რომელიც  ამაღამ იწყება

სავსემთვარეობის პიკი გვაქვს (დილის) 06:35 ზე.

დღეს ღამე 7 აპრილის მიწურულს სასურველია დამუტხოთ მინერალები, ამულეტები და საფულეები (რომელსაც აალაგებთ 8 აპრილის 06:35 მდე).

ზოგადი ფონი საკმაოდ დიდი ენერგიების მატარებელია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენს საკეთილდღეოდ. ნებისმიერი სავსემთვარეობა უკავშირდება გარკვეული ციკლის დასასრულს, იმისათვის რომ მეტად გავიგოთ რა სფეროში იქნება ცვლილებები მივყვეთ ვარსკვლავურ მინიშნებებს...

სავსემთვარეობა გვაქვს სასწორის ნიშანში, რომელსაც მართავს პლანეტა ვენერა, შესაბამისად აქ პირად-სასიყვარულო, პარტნიორობის თემებში იქნება გამოხატული მნიშვნელოვანი ძვრები. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვენერას პრინციპების გამოყენება, როგორიცაა: დიპლომატია, ბალანსი, კეთილგონიერება, მოთმინება, რაც უნდა დავუპირისპიროთ აუცილებლად გამძაფრებულ ეგოიზმს, სულსწრაფობას, კონფლიქტურ ფონსა და სიჯიუტეს. თავი შეიკავეთ სპონტანურობისგან, რადიკალური ქმედებისგან. ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ ვენერა ახლა ტყუპების ნიშანშია, შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სწორ კომუნიკაციებს, ინფორმაციის სწორად მიღება-გადაცემის ფორმას.

სასურველი ფონია ასევე ფინანსური საკითხების კუთხით, განსაკუთრებით ისეთი საქმეების რომელიც ისევ პარტნიორულ თემებს მოიაზრებს (იქნება ეს თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა ახალ პროექტებზე თუ სხვა.)

p.s.სწორედ ამ მომენტების გათვალისწინებით სასურველია ისეთი პრაქტიკების ჩატარება, რომელიც მიმართულია ურთიერთობების დასაბალანსებლად, გასამყარებლად, ასევე ფინანსური აქტივობებისა და რიტუალებისთვის.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფონსა და ჯანმრთელობას, აქ მდგომარეობა ჯერჯერობით ისევ ბუნდოვანია და გავრცელებისკენ მიმართულია. ამიტომ მეტად მოუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას, გაფილტრეთ ყველა სახის ინფორმაცია, განიმტკიცეთ მენტალური ენერგია, მიიღეთ სიამოვნება ყოველი წუთისგან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ რთული ფონის ჩვენს საკეთილდღეოდ გამოყენება. ( მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოსთვის ლეტალობის პროცენტი მაღალი არ უნდა იყოს.)

მოერიდეთ ალკოჰოლისა და პრეპარატების ამ პერიოდში მიღებას. ნუ დაკარგავთ რეალობის შეგრძნებას. ბრწყინვალე პერიოდია შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის და სხვადასხვა ფსიქოლოგიური, ეზოთერული ინფორმაციების დამუშავებისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ამ დროს ვიზუალიზაციის ტექნიკები, ლოცვა, მედიტაცია.

p.s.წყალი არის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი ინფორმაციის მიმღებ-გადამცემი საშუალება. ზოგადი ფონიდან გამომდინარე, იქამდე სანამ გამძაფრებულია სხვადასხვა შიშები& ფობიები არ გირჩევთ წყლის დამუხტვას გარეთ. ამჯერად აქცენტი გააკეთეთ პრაქტიკებზე ცეცხლის ელემენტით. ეცადეთ ხშირად გენთოთ სანთელი.

რაც შეეხება სავსემთვარეობის ეფექტებს, თითოეული ნიშნისთვის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში აქტუალურია:

ვერძი - პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებში დალაგება, მეტი გარკვეულობა შემოვა. შესაძლოა ახალი ადამიანები გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში, (შესაძლოა ეს ახალი ადამიანი იყოს სასიყვარულო პარტნიორი ან სულაც შვილი, რომელიც ახლა შეგეძინათ) ასევე შესაძლოა ახალი ბერკეტები გაგიჩნდეთ თქვენი სამომავლო საქმიანობისთვის. ნუ იქნებით სულსწრაფი, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია.

კურო - მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, აიმაღლეთ ენერგოტონუსი, აპრილის მესამე დეკადა თქვენთვის უფრო ხელსაყრელია. შესაძლოა სახლში ან საქმიანობის კუთხით გარკვეული რეჟიმის პირობების ცვლა იყოს აქტუალური. გამოიყენეთ თქვენი საფირმო დაკვირვებულობა და იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთელ გაჭერი“.

ტყუპები - შემოქმედებითი ენერგიების ზეიმი, იაქტიურეთ, კარგია პერიოდი სხვადასხვა კომუნიკაციებისთვის, მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს და მათთან ურთიერთობას. თუ ცხოვრების მეგზურს ეძებთ ახლა ამისთვის შესაფერისი დროა, კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ.

კირჩხიბი - სახლთან, ოჯახთა, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ცვლილებები სწორედ ახლა იწყებს ნაყოფის გამოღებას. მიმდინარე სიტუაცია და ეს ფონი თქვენთვის დიდ დისკომფორტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, თქვენი სიმშვიდის ბუდე ხომ ისედაც სახლია?

ეცადეთ მეტად დამშვიდდეთ, ნუ აყვებით შფოთს და ნუ იქნებით დრამატული. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ფიქრებს, რადგან ახლა სამყარო თქვენს ფიქრებს რეალობად აქცევს.

ლომი - ახალი ნაცნობობა, ინფორმაციები, კომუნიკაციები, საკმაოდ ნაყოფიერია და შედეგიანი. დასვენების დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ გაიაროთ სხვადსხვა ონლაინ კურსები, ასევე კარგია პერიოდი სოციალურ სივრცეებში გააქტიურებისა (ინტერნეტით). რეკლამის სფერო, გაყიდვები, ტელე-რადიო-ჟურნალისტიკა აი ის სფეროები რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება. გახალისდით და იყავით დადებითი მუხტის გამავრცელებელი.

ქალწული - ფინანსებთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური, შესაძლოა ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ, იმუშავეთ ამ კუთხით, ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს. ეცადეთ თქვენს უნარებს ახალი „ინსტრუმენტები“ შეჰმატოთ, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, აუწყვეთ ფეხი დღევანდელ რეალობას, იყავით უფრო მეტად მოქნილი.

სასწორი - ნაყოფს გამოიღებს თქვენი ნებისმიერი ძალისხმევა, აქტუალური შესაძლოა იყოს აქ იმიჯთან, პარტნიორობასთან, დედობა-მამობასთან დაკავშირებული თემები. ყველაზე მნიშვნელოვანია სძლიოთ შფოთსა და გაღიზიანებას, დამშვიდდით და დატკბით იმით რაც გაქვთ, გამოიყენეთ ახალი საშუალებები იმისთვის რომ უფრო პროდუქტიური გახადოთ თქვენი ცხოვრება.

მორიელი - შესაძლოა გარკვეული ფსიქოლოგიური დილემის წინაშე იყავით, სიტუაცია ნელნელა დალაგდება, მაგრამ გაითვალისწინეთ აქ სამყაროზე მეტად თქვენი მოქმედებაა მნიშვნელოვანი. კარგია პერიოდი თვითჩაღმავებისა და შიშებზე, ფობიებზე სამუშაოდ. მთავარია თვალი გაუსწოროთ რეალობას, არ მოექცეთ ილუზიებისა და სიცრუის ტყვეობაში.კარგია პერიოდი შემოქმედებითი საქმიანობისათვის.

მშვიდოსანი - თავს მშვენივრად გრძნობთ, სოციალური აქტიოვობები არ კლებულობს მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ყურადღების ცენტრში ექცევით, შესაძლოა გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერაც მოიპოვოთ. ნუ გაჩერდებით, იმოქმედეთ, უმჯობესია მეგობრებთან, მხარდამჭერებთან ერთად რაღაც პროდუქტიული შექმნათ.

თხის რქა - ცვლილებები ამ სავსემთვარეობამ შესაძლოა სტატუსის ან კარიერის კუთხით მოგიტანოთ. მიჰყევით სტრატეგიულად თქვენს მიზნებს, იყავით დაკვირვებული, ტაქტიანი და მოქნილი. მოერიდეთ რადიკალურ ქმედებებს, ასევე მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მერწყული - გარკვეული ძვრები უკავშირდება თქვენი მსოფლხედველობის ცვლას, გადაფასებებს. დროა მიხედოთ თქვენს ფასეულობების სისტემას, განვითარდით, გამოიყენეთ ასტროლოგია, ასევე ყურადღება მიაქციეთ უცხოელებთან და უცხოეთთან კავშირებს და კომუნიკაციას.

თევზები - გარკვეული მტკივნეული ძვრების შემდეგ შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ თქვენ ის ადამიანი აღარ ხართ რომელიც იყავით რამდენიმე თვის ან წლის წინ, მნიშვნელოვანი რადიკალური ცვლილებები ახლა მოგიტანთ შედეგებს, რომელიც მთლიანად ტყავის გამოცვლის პროცესს ჰგავს. თქვენ უნდა სძლიოთ თქვენს შიშებს და უნდა გააცნობიეროთ რომ იმაზე ძლიერი ადამიანი ხართ ვიდრე აქამდე იყავით.

p.s.ზოგადი ტენდენციები ვრცელდება მხოლოდ საქართველოზე, ხოლო თითოეული ზოდიაქოს ნიშნის პროგნოზი აქტუალური ნებისმიერი ადამიანისთვის მომავალ სავსემთვარეობამდე. 

მასალა მოამზადა, ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system