თავში

ხვალ სავსემთვარეობაა - რეკომენდაციები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ხვალ სავსემთვარეობაა - რეკომენდაციები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ხვალ სავსემთვარეობაა - რეკომენდაციები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში (მე 9 გრადუსზე)

27 თებერვალი (12 : 17 სთ-ზე საქართველოს დროით)

სავსემთვარეობაესარისშედეგების, ნაყოფისგამოღებისპერიოდი, ამდროსგამძაფრებულიამგძნობელობა. იზრდებაკონფლიქტების, ავარიულობის, ფსიქიურისახისდაზოგადადჯანმრთელობისპრობლემებიუფროაქტიურდება. შესაბამისად გამოიჩინეთმეტიმოთმინება, თავიშეიკავეთსამედიცინომანიპულაციებისგანთუამისაუცილებლობაარარის.

მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია, რომელსაც მართავს პლანეტა მერკური, მერკური კი საინფორმაციო სივრცეს განაგებს, (ასევე ექიმების სიგნიფიკატორია, ქალწული კი მე6 ე.წ. ავადობის სახლს მართავს).

ამ პერიოდში გამძაფრებულია კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღება-გაცემის, გავრცელების სურვილი. შესაძლოა მოხდეს კონკრეტული თემების გაზვიადება, ამიტომ იყავით მეტად ობიექტური ნებისმიერი საკითხის შეფასებისას, ნუ იჩქარებთ, ნუ ჩაერთვებით სხვადასხვა გარჩევებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში. ეს განსაკუთრებით ეხება ტელე-რადიო კომუნიკაციების სივრცის წარმომადგენლებს. არ გირჩევთ ამ დღეებშ მგზავრობას.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, იყავით ზომიერი და დაიცავით შესაბამისი ზოგადი წესები და რეკომენდაციები. იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსზე. სასიკეთოა სხვადასხვა გამწმენდი პროცედურების ჩატარება. (მით უმეტეს მაშინ, როდესაც პიკის მერე მთვარე იწყებს კლებას, შესაბამისად წონის კორექციისა და ენერგეტიკული წმენდების თემაც აქტუალური და ეფექტურია).

სასიკეთო პერიოდია შემოქმედებითი კუთხით. პროფესიული განვითარებისთვის.

ასევე სხვადასხვა პრაქტიკებისა და რიტუალების ჩატარებისთვის. (თუმცა არა დამუხტვებისთვის).

ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს პერიოდი მეტად აქტიური და შეიძლება ქაოტურიც იყოს. მეტად სასიკეთოა, კუროსა და თხის რქის ნიშნებისთვის.

ვნახოთ რა თემები იქნება აქცენტირებული თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

ჯანმრთელობის თემას მეტი ყურადღება დაუთმეთ. ცვლილებები საქმიანობის სფეროში, შსაძლოა ახალი თანამშრომლები, ახალი სამუშაო განრიგი. შესაძლოა თქვენს სახლს ახალი ოთხფეხა ბინადარი შეემატოს.

კურო

შემოქმედები კუთხით ნაყოფიერი პერიოდია. სიახლე შესაძლოა ბავშვების თემას უკავშირდებოდეს ან იპოვნოთ თქვენი ცხოვრების მეგზური.

ტყუპები

საოჯახო თემებია პრიორიტეტული. შესაძლოა ახალ სახლშ გადახვიდეთ, ან მიიღოთ გადაწყვეტილება უძრავი ქონების ყიდვის, ან გაყიდვის თაობაზე.

კირჩხიბი

სასიკეთო პერიოდია რაიმე ტრენინგ-კურსების გავლისთვის. შესაძლოა მოგიწიოთ მგზავრობა, გადაადგილება. შეხვედრები, მოლაპარაკებები, საბუთებთან მუშაობა მეტ დროის მოითხოვს.

ლომი

ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები მეტ ყურადღებას მოითხოვს, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ახალ სამსახურს, ახალ შემოსავლის წყაროს ან სხვა საჭიროებების თემას.

ქალწული

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იმიჯზე, თუმცა კარდინალური ცვლილებების შეტანას ახლა არ გირჩევთ. იაქტიურეთ ზომიერების ფარგლებში, პირად თემაშიც შესაძლოა იყოს ცვლილებები.

სასწორი

იმუშავეთ თქვენს თავზე. ნუ მოიწყენთ, თქვენს ირგვლივ შექმნილი სიტუაცია მალე უფრო მხიარულით შეიცვლება. მანამდე კი თვითგანვითარებასა და სულიერ საზრდოს მეტი დრო და რესურსი მოახმარეთ.

მორიელი

თქვენი საქმიანობა მეტ შემოსავალს მოგიტანთ. ახლა თქვენი სურვილების ასრულების დრო დადგა. იყავით აქტიური, მეტად ჩაერთეთ სოციალურ თემებსა და ღონისძიებებში. შესაძლოა შეიძინოთ ახალი მეგობარი.

მშვილდოსანი

სიახლეები შესაძლოა კარიერულ თემას ეხებოდეს - ახალი სამსახური ან თანამდებობა. ზოგიერთი მშვილდოსანმა კი დედობის, მამობის ან ქორწინების სტატუსი შეიძლება „მოირგოს“.

თხის რქა

შესაძლოა სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საკითხი გადაწყდეს ან უცხოეთთან, მოგზაურობასთან დაკავშირებული თემები იყოს აქტუალური.

მერწყული

შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ვნებათაღელვის ეპიცენტრში მოჰყევით. ცვლილებები შესაძლოა ოჯახში შემოსავალს, კრედიტების, ბანკის თემას ან მემკვიდრეობის საკითხებსაც უკავშირდებოდეს.

თევზები

პირადი თემა ყველაზე აქტუალური და დახუნძლული შეიძლება იყოს სიახლეებით თევზების ცხოვრებაში. იყავით მეტად მომთმენი, ნუ აჰყვებით მითქმა-მოტქმასა და ავ ენებს. შეინარჩუნეთ ზომიერება.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system