თავში

ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშნები

​ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშნები

მიზეზები, რის გამოც ადამიანი შეიძლება გახდეს ბოროტი, ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე არსებითი მისი დაბადების პერიოდი, შესაბამისად კი ზოდიაქოს ნიშანია. ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ყველაზე ბოროტ ნიშანს გამოყოფენ.

ვერძი

ვერძი პირველი გაცნობისას, საკმაოდ გულღია ჩანს. საერთო კეთილგანწყობილ სურათს მხოლოდ გარკვეული ემოციურობა აფუჭებს. თუმცა, ასეთი დადებით პერსონაჟებად ისინი მანამ რჩებიან, რანამ ვინმე ან რამე არ გააბრაზებთ. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი მიზეზის გამო,  გაბრაზდნენ, რომელიც არ ჯდება მათ წარმოდგენაში იმის შესახებ, რა არის „კარგი“ და რა „ცუდი“. ადამიანი, რომელმაც ვერძის გაბრაზება გამოიწვია, ამ რისხვას დიდხანს დაიმახსოვრებს.

მორიელი

მორიელები ერთი შეხედვით ბოღმების შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. პირიქით, ისინი თითქოს მეგობრული, მოსიყვარულე და ზოგჯერ მორცხვი ადამიანებიც კი ჩანან. ამასთან, ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ საშიში "წყალქვეშა ქვები": ისინი აგროვებენ წყენას და სრულიად მოულოდნელად, როდესაც უკმაყოფილების რაოდენობა ხარისხში გადადის, დარტყმას აყენებენ მათ, ვინც აწყენინა. ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები სხვებს ღალატს და ინტრიგებს არ პატიობენ, მათ ასევე მათი აზრის უპატივცემულობა აბრაზებთ.

მერწყული

მერწყულები მზად არიან, ბევრი და ბევრს აპატიონ, მაგრამ არა მათი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა - აქ ისინი ბოროტები და დაუნდობლები ხდებიან. მაგრამ ეს უბედურების ჯერ კიდევ ნახევარია. გაცილებით უარესია, რომ მათი რისხვა და გაბრაზება ხშირად მოულოდნელად ატყდება თავს გარემოცვას. ამ თვალსაზრისით, ისინი სრულიად არაპროგნოზირებადები არიან. დარტყმა, რომელსაც ისინი სხვებს აყენებენ, მოულოდნელობის გამო, მინიმუმ ორჯერ უფრო ძლიერი ხდება, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლების თავისუფლების ხელყოფა არ ღირს - დაე, გააკეთონ ის, რაც უნდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system