თავში

ყველაზე საიმედო პარტნიორი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე საიმედო პარტნიორი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე საიმედო პარტნიორი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცია ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი? ქვემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებს შეგიძლიათ თამამად ენდოთ და მისი იმედი ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეთ.

კურო

სიის სათავეში კურო დგას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამრობითი სქესის წარმომადგენლები უმეტესად მატერიალურად სტაბილურები არიან და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევენ.

კუროსთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ღალატი მათთვის არ არსებობს და პარტნიორებისგანაც იგივე დამოკიდებულებას მოითხოვენ. ისინი დაქორწინებას არ ჩქარობენ. მეორე ნახევარს დიდი ხნის განმავლობაში, დაკვირვებით არჩევენ და დაოჯახების შემდეგ მათი ოჯახი მყარია.

თხის რქა

თხის რქებს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერაა და არა ურთიერთობები. მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ, თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულები შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. თუ ის სამსახურში დიდ დროს ხარჯავს ამას ოჯახის კეთილდღეობისთვის აკეთებს.

თხის რქები დანაპირებს ყოველთვის ასრულებენ. მათ უყვართ კომფორტი და წესრიგი. ამასთან, თხის რქის წარმომადგენლები ერთგულებითაც გამოირჩევიან.

მორიელი

ამ სიაში მორიელის აღმოჩენა შესაძლოა ბევრისთვის გასაკვირი იყოს, თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ნამდვილად საიმედო პარტნიორები არიან. მორიელებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ მათ რთული ხასიათი აქვთ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი პარტნიორისგან სითბოს და ერთგულებას მოითხოვენ და თუ ამას ვერ მიიღებენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის გრძნობა გაუჩნდებათ.

მორიელი შეიძლება იყოს ძალიან გულუხვი და მზრუნველი, თუმცა ეს გარშემომყოფებზეა დამოკიდებული. მორიელი საკუთარ პირად სივრცეს და ოჯახურ სითბოს საჭიროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system