თავში

ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

​ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წარმომადგენელი მამაკაცები ოჯახურ ცხოვრებაში უვარგისები არიან. იმისთვის, რომ ისინი ღირსეული ქმრები და ბედნიერი მამები იყვნენ, მათ ხასიათის დაჯაბნა და საკუთარ თავზე დიდი მუშაობა მოუწევთ. ბევრს ეს გამოსდის, ბევრს არა. ამიტომ ეს უკანასკნელები გარდაუვლად ანგრევენ ოჯახებს.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ორმაგი ბუნებით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, ძნელია, ამ მამაკაცების იმედი გქონდეს. მათ ხასიათი მალე ეცვლებათ და მარტივად შეუძლიათ, არ შეასრულონ ის, რასაც დაპირდნენ. დიდი ალბათობით, ტყუპები არ იქნება თქვენთან, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ ის. ამასთან, თავად ტყუპები, როგორც წესი, პარტნიორის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან და სწყინთ, როდესაც მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

მშვილდოსანი

ამ მამაკაცებისგან სტაბილურობასა და პასუხისმგებლობას ნუ ელოდებით. არც თუ იშვიათად მშვილდოსანი იმიტომ მიდის ოჯახიდან, რომ მას უბრალოდ მოსწყინდა. შემდეგ ის ბრუნდება და ვერ ხვდება, რატომ არ უხარიათ მისი უკან დაბრუნება. თუმცა, თუ მშვილდოსანი ყველაფრით კმაყოფილია, მას შეუძლია, იყოს საკმაოდ ადეკვატური ქმარი.

მორიელი

მორიელის იმედი შეიძლება გქონდეთ. უმეტესად, ეს პასუხისმგებლიანი ადამიანია. თუმცა სწორედ ისინი ხდებიან ხოლმე შინაური ტირანები. მორიელები ეჭვიანები არიან, ვერ იტანენ სხვის აზრს, თავიანთი რჩეულის თითოეული ნაბიჯის კონტროლისკენ არიან მიდრეკილები. თუ ქალი თავისუფლებისმოყვარეა, გეგმავს მუშაობს, ჰობით დაკავებას, არ ამბობს უარს მეგობრებთან შეხვედრებზე, ასეთთან ცხოვრებას მორიელი ვერ შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system