თავში

რა ჩავიცვათ ახალ წელს - წყლის ვეფხვის საყვარელი ფერები

რა ჩავიცვათ ახალ წელს - წყლის ვეფხვის საყვარელი ფერები
რა ჩავიცვათ ახალ წელს - წყლის ვეფხვის საყვარელი ფერები

ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ, პირველ რიგში, ცხოველების მსგავს პრინტზე უარი უნდა თქვათ. ამიტომ, ყველა მტაცებელი ფერი, რომელიც ჰგავს ვეფხვის, იაგუარის, ასევე ბალახისმჭამელი ზებრებისა და ჟირაფების ფერებს, სხვა წლისთვის გადადეთ.

პასუხი კითხვაზე, რა ჩავიცვათ ახალ წელ 2022, მის დასახელებაში იმალება. ცისფერი (ან შავი) წყლის ვეფხვი, რა თქმა უნდა, უპირატესობას ანიჭებს ფერებს, რომელიც მასთან ახლოსაა. ფერის საუკეთესო არჩევანია: ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი, შავი, ყავისფერი, მწვანე, ქვიშისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და ბრინჯაოსფერი.

ერთ აზრზე არიან როგორც მოდის სამყაროს, ისე ასტროლოგიის წარმომადგენლები. ვერცხლისფერი ელფერი, განსაკუთრებით მეტალის ფერი, 2021-2022 წლის ზამთარში პოპულარული იქნება და ვეფხვს ეს ძალიან მოეწონება. არ უნდა ჩაიცვათ ნათელი და გაჯერებული ფერების ტანსაცმელი, მაგრამ შეგიძლიათ, გამოიყენოთ აქსესუარები და ფეხსაცმელი. მჟავე და ნეონის ელფერი დაივიწყეთ, ეს ვეფხვს შეაშინებს და გააბრაზებს კიდეც.

ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რას გინდათ მიაქციოთ ყურადღება მომავალ წელს. თუ გსურთ ფინანსური სტაბილურობა, მაშინ უმჯობესია ოქროსფერი და ვერცხლისფერი ჩაიცვათ. კარიერული წარმატებისთვის აირჩიეთ შავი ან ლურჯი. პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის - ფირუზისფერი ან ქვიშისფერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system