თავში

რას გვირჩევს ასტროლოგი 15 ნოემბრამდე?!

რას გვირჩევს ასტროლოგი 15 ნოემბრამდე?!
რას გვირჩევს ასტროლოგი 15 ნოემბრამდე?!

ცა ერთგვაროვნად რთულია, (მაგრამ ჩვენ რაც გამოვიარეთ ვფიქრობ აღარაფერი შეგვაშინებს და ასეცაა, ყველაზე რთული უკან მოვიტოვეთ!)

ახლა მთავარია არ ავყვეთ შფოთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ ვიმოქმედოთ სპონტანურად და იმპულსურად! გააღვივეთ შემოქმედებითი იმპულსი და მეტი სიყვარული, სითბო და კეთილგონიერება გამოიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, დატკბით გარემოს მშვენიერებით, სილამაზით.

ეს პერიოდი მოულოდნელობებით იქნება აღსავსე, ამიტომ დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ თქვენს გაწერილ გეგმებზე.

იყავით მეტად მოქნილი, მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსურ და პირადი ურთიერთობების სფეროს.

ვნახოთ, რა თემები იქნება აქტუალური თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერს მოულოდნელობების ელფერი აქვს.

ვერძი 

ფინანსებთან, მატერიალურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები.

კურო 

ცვლილებები შეიძლება შეეხოს ნებისმიერ სფეროს დაწყებული იმიჯით და დასრულებული პირადი თემებით.

ტყუპები 

საიდუმლოს გახსნა. გამჟღავნება. გათავისუფლება გარკვეული იზოლაციური მდგომარეობისგან.

კირჩხიბი

მეგობრების სფერო, სოციალური საკითხები. ონლაინ თემების (სოციალური ქსელები) აქტუალიზაცია.

ლომი 

პროფესიული საკითხები, კარიერა. საქმიანობა,სტატუსი.

ქალწული 

მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო საკითების გადაწყვეტა. შედეგები ახლა დაიდება. 

სასწორი 

კრედიტები, ფინანსური მსხვილი პროექტების განახლება. ორსულობა.

მორიელი

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, პროექტები, პარტნიორული საკითხების აქტუალიზაცია.

მშვილდოსანი 

ჯანმრთელობის საკითხებია მნიშვნელოვანი. გათავისუფლება გარკვეული ჩვეული ყოფითი პრობლემებისგან.

თხის რქა 

პირად-სასიყვარულო და ბავშებთან დაკავშირებული საკითხები. შემოქმედებითი ენერგიით აივსებით.

მერწყული 

სახლთან, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილებები, რაღაცის გადაწყვეტა.

თევზები 

მოძრაობა, დინამიკა, საინფორმაციო სივრცეზეა აქცენტი. სასწავლო კურსები. შესაძლოა იყიდოთ ავტომანქანა.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system