თავში

რას უნდა ველოდოთ 20 მარტიდან - 20 აპრილამდე?! - ასტოროლოგიური პროგნოზი

რას უნდა ველოდოთ 20 მარტიდან - 20 აპრილამდე?! - ასტოროლოგიური პროგნოზი
რას უნდა ველოდოთ 20 მარტიდან - 20 აპრილამდე?! - ასტოროლოგიური პროგნოზი

მარტის თვის ბოლოს აქტუალურია გარკვეული ძვრების დასასრული, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა დაახლოებით თვენახევრის წინ, აქტუალური უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული საზღვრების, დისციპლინის, მორალური ნორმების „დაწესების“ თემა.

შესაძლოა, შედარებით დაიძაბოს ვითარება აპრილის პირველი კვირის განმავლობაში და იყოს ეს დაკავშირებული გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებთან, რომელიც უკავშირდება ემოციურ არასტაბილურობას, კონფლიქტურობას, მეამბოხეობას და ბრძოლის სურვილის გამძაფრებას.
აქ, გარკვეულ ძალოვან სტრუქტურებს შესაძლოა მოუწიოთ შედარებით ხისტი დაძალისმიერი ქმედებაც. არ არის გამორიცხული მიწისძვრებიც.
სასურველია, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინოს მეტი მოთმინება, გაითვალისწინოს გარკვეული წესები, ნორმები, დაიცვას ისევ და ისევ უსაფრთხოების ზომები, მაღალია ტრავმულობის ალბათობაც.

სასიკეთოა, ამ პერიოდში, ნებისმიერი ინფორმაციის გაფილტვრა, ნუ აჰყვებით მითქმა-მოთქმასა და დეზინფორმაციას, დააზუსტეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, თავი შეიკავეთ ამ პერიოდში მნიშნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან (გარდა იმ საკითებისა, რომელიც ხელოვნებასა დაშემოქმედებით საქმიანობას ეხება) თუ საბუთების გაფორმებისგან, გადაამოწმეთ ანალიზების პასუხები რომელიც ეჭვს იწვევს.

მოსალოდნელია, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გარკვეული არასტაბილური მდგომარეობა, თავი შეიკავებთ ფინანსური ოპერაციებისგან, თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის სწორედ ეს პერიოდი შეიძლება იყოს ძალიან მომგებიანი, სწორი გათვლებითა და სტრატეგიული ნაბიჯებით სწორედ, ამ დროს შეიძლება „მოიგოთ“. (როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით). შესაძლოა, ზოგიერთმა საკმაოდ წარმატებული ბიზნესპროექტები განახორციელოს ან მიიღოს შედეგები ძველი წამოწყებიდან სწორედ ახლა.
რადიკალური, მოულოდნელი ცვლილებები შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ სფეროში.

ვერძ - გარკვეული ტრანსფორმაციული ძვრების პერიოდი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ქორწინება-განქორწინებას, კარიერული კუთხით ცვლილებებს. მოზღვავებული ენერგია და ინიციატივა ზენიტშია, სწორედ ამ მოტივით ნუ გადააჭარბებთ, მეტი წინდახედულება დადიპლომატია გმართებთ.

კურო - ძირეული გარდაქმნების პროცესები უკავშირდება განათლებისა და მსოფლხედველობის ცვლის თემას, ასევე აქტუალური თემაა უცხოელები და უცხოეთის თემა, პროექტები რომელიც მათ უკავშირდება. აქტიურობის დრო ახლა არ არის, დაიცავით პირადი სივრცე და ნუ ისაუბრებთ თქვენს გეგმებსა თუ წამოწყებებზე. სასურველია ეს პერიოდი გამოიყენოთ თვითჩაღმავებისა და სულიერი პრაქტიკებისთვის.

ტყუპები - დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი ფინანსების კუთხით, იქნება ეს ბიზნესპროექტები (სადაც ინვესტიციები არ იქნება თქვენი), ასევე მემკვიდრეობისა, სასამართლო დავებთან დაკავშირებული და საბანკო ოპერაციების თემა. მომგებიანი იქნება, ინტერნეტით ყიდვა-გაყიდვის ბიზნესთან დაკავშირებული საკითები.
საფუძველი ეყრება ახალ პროექტებს, მატულობს თქვენი შარმი და 
ყურადღება შესაბამისად. ახალი სამეგობრო წრე, სოციალური აქტივობები, ღონისძებები. ითამაშეთ ლატარია!

კირჩხიბი - ძირეული ცვლილებები, როგორც პირად ცხოვრებაში ასევე საქმიანობის კუთხით, გარკვეული ურთიერთობების დასასრული, ან დასაწყისი, პარტნიორებთან ერთად წამოწყებული მომგებიანი პროექტები. ქორწინება, განქორწინება, შვილის სტატუსთან დაკავშირებული თემები, მშობლის სტატუსი, კარიერასთან დაკავშირებული ცვლილებები, ახალი შემოთავაზებები. განაჩენის გამოტანა, დასრულება.

ლომი - ძირეული ცვლილებები ეხება გარკვეულ გადაფასებებს როგორც საქმიანობაში, ასევე პირად თუ სოციალურ ცხოვრებაში. პირობების ცვლა, გაჯანსაღება ან ავადობა, ცხოვრების ჯანსაღ წესზე, კვებაზე მეტი ყურადღება. ცხოველებთან დაკავშირებული ბიზნესპროექტებისთვის საკმაოდ ნაყოფიერია პერიოდი, ისევე, როგორც ჯანსაღი ცხორების თემასთან, მედიცინასთან და სწორ კვებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ცხოვრების ფილოსოფიის ცვლა. აქტუალური თემა, ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს უცხოეთსა და განათლებას.

ქალწული - მნიშვნელოვანი ცვლილებები შესაძლოა განვითარდეს თქვენს ცხოვრებაში, პირად სასიყვარულო კუთხით, საქმიანობა, რომელიც მომგებიანი იქნება შესაძლოა უკავშირდებოდეს გასართობ ბიზნეს, ბავშვების თემას, ხელოვნებას.
ურთიერთობები საბანკო სექტორტან, მემკვიდრეობის თემა, პარტნიორის ფინანსებთან, ხელფასთან დაკავშირებული საკითხები. ითამაშეთ ლატარია!

სასწორი - მნიშვნელოვანი ცვლილებები სახლში, ოჯახთან, მშობლებთან დაკავშირებით. ბიზნესი რომელიც სახლის, უძრავი ქონების თემას უკავშირდება შესაძლოა იყოს მომგებიანი. არის ალბათობა საყვარელ ადამიანთან ერთად ერთ ჭერქვეშ გადასვლა გადაწყვიტოთ, ან პირიქით დაასრულოთ ურთიერთობა. ახალი შემოთავაზებები, ახალი ჰორიზონტები, ახალი შესაძლებლობები და გარემოებები. აქტუალური შეიძლება იყოს, ასევე ქორწინების ან განქორწინების თემა.

მორიელი - გამოხატული ძვრები საკითხებში რომელიც უკავშირდება გადაადგილების თემას, დედ-მამიშვილებს, სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, ბიზნესს რომელიც უკავშირდება ტრანპორტს, ტურიზმს, რეკლამას, ტელე-რადიო სფეროს შესაძლოა, იყოს მომგებიანი. გარკვეული პირობების, გარემოს ცვლა. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

მშვილდოსანი - მნიშნელოვანი ცვლილებები შესაძლოა უკავშირდებოდეს ფინანსურ საკითხებს, მათი მოპოვების ძიების გზებს, ყურადღება მიაქცეით ჯანმრთელობას, კვებას, დაიცავით ზომიერება. მომგებიანია კვების ბიზნესი.
აქტუალური საკითები შესაძლოა შეეხოს ბავშების თემას, მიუდექით ნებისმიერ საქმიანობას შემოქმედებითად, მეტი ოპტიმიზმი და იუმორი.

თხის რქა - ამ პერიოდში, თქვენ შეგიძლიათ მნიშნელოვანი ტრანსფორმაციული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ახალ ცხოვრებას, ფასეულობების ახალ სისტემას უკავშირდება, შესაძლოა ცვლილებები იმიჯით დაწყებული, პარტნიორული ურთიერთობების დასრულებით ან დაწყებით განვითარდეს, ნუ იქნებით სულსწრაფი. მომგებიანია ნებისმიერი ბიზნესპროექტი, რომელიც სტრატეგიულად გაქვთ გათვლილი. ცვლილებები სახლში, ასევე უძრავ ქონებასთან დაკშირებული თემები იქნება აქტუალური.

მერწყული - ძლიერდება მენტალური ენერგია, ძირეული გარდაქმნები, რომელიც თქვენს ფასეულობების სისტემას თქვენს ფსიქოლოგიას ცვლის მთლიანად, მომგებიანია ისეთი საქმეების წარმოება, რომელიც იქნება სხვებისთვის დაფარული, შესაძლოა აქტუალური იყოს ემიგრაციის თემაც. ნუ მოექცევით ფსიქოლოგიურ იზოლაციაში, სასურველია მეტი კონტაქტები აწარმოოთ, გაიარეთ პატარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ან მოკლე სასწავლო კურსები, შესაძლოა მოგიწიოთ გადაადგილებაც.

თევზები - მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება თქვენს პოპულარობას - პოზიტივში, თითქოს კულისებიდან გამოხვედით, შესაძლოა, გარკვეული მითქმა მოთქმის მსხვერპლიც გახდეთ - ნეგატივში. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა. მომგებიანი შესაძლოა იყოს, სოციალურ თემასთან, ინტერნეტთან დაკავშრებული თემები. ახალი სამეგობრო წრე. ფინანსური საკითების აქტუალიზაცია, ახალი შემოსავლის წყარო. ახალი იდეები და ბიზნესპროექტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system