თავში

რისი გაკეთება არ შეიძლება ვალენტინობის დღეს

რისი გაკეთება არ შეიძლება ვალენტინობის დღეს
რისი გაკეთება არ შეიძლება ვალენტინობის დღეს

14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წმინდა ვალენტინის დღე აღინიშნება. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ადათ-წესები და ცრურწმენები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს.

გადმოცემის თანახმად 14 თებერვალს არ შეიძლება ნაგვის გადაყრა, მათ შორის, არც სასაჩუქრე შეფუთვის და არც საყოფაცხოვრებო ნარჩენების. ითვლება, რომ ნაგავთან ერთად ამ დღეს სახლს იღბალი და სიყვარული დატოვებს.

სიყვარულის დღეს აკრძალულია დაგვიანება. ამ დღეს პუნქტუალურობის გამოჩენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საყვარელ ადამიანთან სერიოზულად იჩხუბოთ.

ითვლება, რომ ვალენტინობის დღეს სარკის ან ჭურჭლის გატეხვა ბედნიერების ნიშანია. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს ნაგვის გადაყრა არ შეიძლება. ამიტომ, თუ რაიმე გაგიტყდათ ნამსხვრევები მოაგროვეთ და სახლიდან მომდევნო დღეს გაიტანეთ.

გადმოცემის თანახმად, 14 თებერვალს წაბორძიკება ან ძირს დაცემა ცუდის მომასწავებელია. ეს ნიშანია იმისა, რომ ურთიერთობაში  გაუგებრობა ან უთანხმოება წარმოიშობა.

არსებობს ასეთი ჩვეულებაც, რომ ვალენტინობის დღეს სახლში დავიწყებული ნივთის ასაღებად არ უნდა მიბრუნდე. 

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, წინაპრებს სჯეროდათ, რომ 14 თებერვლის ღამეს ნანახი სიზმარი მომავალი სამი დღის განმავლობაში ახდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system