თავში

როგორ შევხვდეთ ახალ 2021 წელს - ასტროლოგის რჩევა

როგორ შევხვდეთ ახალ 2021 წელს - ასტროლოგის რჩევა
როგორ შევხვდეთ ახალ 2021 წელს - ასტროლოგის რჩევა

საახალწლო დღეებში, განსაკუთრებით ეფექტურია სურვილის ჩაფიქრება, როდესაც სამყაროში იმედით, საოცრებების მოლოდინითა და პოზიტივითაა ჰაერი გაჯერებული.

გთავაზობთ რამდენიმე რიტუალს, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ.

რიტუალი 1

30 დეკემბერს, გამოჭერით ნალის ფორმის ფიგურები მუყაოს ქაღალდიდან ან თაბახის ფურცლიდან, სასურველია იყოს მეტალის ფერი (მოვერცხლისფრო ან მოოქროსფრო). 31 დეკემბერს ღამის 12 სთ -ის შესრულებისთანავე დადექით ამ ნალებზე და ჩაიფიქრეთ სურვილი.

ეს ნალები კი შეინახეთ ცალკე 2021 წლის 30 დეკემბრამდე (არ მოკეცოთ).

რიტუალი 2

აიღეთ მცირე ზომის ფურცელი, ჩამოწერეთ მასზე თქვენი სურვილები, მიეცით ამ სურვილებს გეგმების სახე.

ახლა კი შეარჩიეთ ნაძვის ხის სათამაშო (სასურველია ოქროსფერი ან ვერცხლისფერი) მოხსენით თავი და მასში მოათავსეთ ეს ფურცელი (თავს ისევ მოარგებთ). სათამაშოს ჰკიდებთ ნაძვის ხეზე, შემდეგ კი როდესაც აიღებთ ნაძვის ხეს ეს სათამაშო გადაიტანეთ თქვენი სივრცის გასაფორმებლად.

მომავალ წელს ამ დროს კი გადახედეთ თქვენს გეგმა-სურვილებს. დასკვნები თავად გააკეთეთ...

რიტუალი 3

ნაძვის ხის სიმბოლო ერთგვარი ჯადოსნური ინსტრუმენტია, რომელიც ააქტიურებს კეთილდღეობის ენერგიებს. ამიტომ ეცადეთ საგულდაგულოდ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბუნებრივი ან ხელოვნური ნაძვი.

შეიძინეთ ვარსკვლავის ფორმის საკიდი (გულსაკიდი, ბროში, ნაჭრის სამაგრი ან ნაძვის ხის სათამაშო). დაკიდეთ ახალი წლის მოახლოებისთანავე და სთხოვეთ ვარსკვლავს მოგიტანოთ წარმატება 2021 წელს. მოათავსეთ ვარსკვლავი ნაძვისხეზე მწვერვალისკენ და ეკიდოს იქ სანამ მას არ აიღებთ. შემდეგ კი ეს ვარსკვლავი მოათავსეთ თვალსაჩინო ადგილას ან თავად ატარეთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system