თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 4-10 ოქტომბერი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 4-10 ოქტომბერი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 4-10 ოქტომბერი

ვერძი

ძალიან მოსიყვარულე და ემოციური ხართ. ხშირად გჩვევიათ გატაცებები, ვარსკვლავები გირჩევენ ურთიერთობებში ფრთხილად იყოთ. ჯერ ადამიანი კარგად უნდა გაიცნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაგიჩნდეთ მის მიმართ დამოკიდებულება. ნუ გაეკიდებით ისეთ ადამიანს, ვინც თავს გამორჩეულად არ გაგრძნობინებთ. ფიცხი ხასიათი გვერდით გადადეთ და მოვლენები მშვიდად აწონ-დაწონეთ.

კურო

ურთიერთობებში მეტი მოთმინება გმართებთ. მუდამ საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი და კომპრომისებზე უარის თქმა კარგს არაფერს მოგიტანთ. შეეცადეთ სიახლე შეიტანოთ ურთიერთობაში, გაემგზავრეთ საყვარელ ადამიანთან ერთად დასასვენებლად. 

ტყუპები

მაშინაც კი, თუ  მარტოობას უკვე მიჩვეული ხართ, დადგა დრო, რომ ეს შეიცვალოთ. ერთი შეხედვით იშვიათად გიყვარდებათ. იმისათვის, რომ ადამიანმა თქვენი სიმპათია მოიპოვოს საჭიროა, რომ იგი კარგად გაიცნოთ. დაოჯახებულ ტყუპებს კი ვარსკვლავები ურჩევენ მეორე ნახევრის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ და მესამე პირების აზრს ყურადღება არ მიაქციონ.

კირჩხიბი

რაც უფრო დიდხანს გრძელდება ურთიერთობა, მით უფრო მეტს ნიშნავს ეს კირჩხიბებისთვის. ისეთი მამაკაცი აირჩიეთ, რომელსაც შეუძლია  სტაბილურობის განცდა უზრუნველყოს. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ასეთი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში მალე გამოჩნდება. ურთიერთობაში მყოფ კირჩხიბებს კი ასტროლოგები გირჩევენ, თუ მეორე ნახევრით უკმაყოფილო ხართ უთხარით მას ამის შესახებ პირდაპირ, მაგრამ  ეცადეთ ტაქტიანები იყოთ და ჩხუბი თავიდან აიცილოთ.

ლომი

ეჭვიანობის შეგრძნება ჭამს თქვენს სულს. ეცადეთ ეჭვებმა თქვენი გრძნობები არ შთანთქოს. მიეცით მეორე ნახევარს ამოსუნთქვის საშუალება, ესაუბრეთ მას გულწრფელად თქვენი გრძნობებისა და შიშების შესახებ. მარტოხელა ლომებმა მომავალ კვირას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. 

ქალწული

ქალწულებისათვის მომავალი კვირა რომანტიკული შეხვედრებისათვის ხელსაყრელი აღმოჩნდება. დაოჯახებულ ქალწულებს კი ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. მეორე ნახევარს თქვენი ემოციური მხარდაჭერა ყოველთვის ესაჭიროება. 

სასწორი 

იდეალური პარტნიორის ძიება თქვენთვის ზედმეტად რთული და დამღლელია, თუმცა ბედი მალე გაგიღიმებთ. სიმპათიურ მამაკაცთან საინტერესო საუბარს შეუძლია ადვილად გააღვიძოს თანამოსაუბრის მიმართ სექსუალური მიზიდულობა. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობებში თანმიმდევრულები იყოთ. 

მორიელი

მომავალ კვირას ცდუნება დიდი იქნება - პარტნიორის მიმართ ერთგულების გამოჩენა გმართებთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი თანამშრომელი, ძველი ნაცნობი, თუ ქუჩაში შემთხვევით გაცნობილი პიროვნება. დააფასეთ პარტნიორის სიყვარული და გახსოვდეთ, ურთიერთობაში მთავარი ნდობა და ერთგულებაა. 

მშვილდოსანი

თქვენი საოცნებო მეორე ნახევარი მალე გამოჩნდება, მაგრამ მისი შენარჩუნება რთული იქნება.  თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ, ჰკითხეთ რჩევა უახლოეს ადამიანებს. გულის გადაშლის ნუ მოგერიდებათ.  ხანდახან გარედან შეხედვა პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაში გეხმარებათ.

თხის რქა

თხის რქებმა კარგად იციან თანაგრძნობა და ხშირად ეხმარებიან თუნდაც უცნობ ადამიანებს. ეს თვისება დაგეხმარებათ პირადი ცხოვრების აწყობაშიც. ისწავლეთ ემოციების გულწრფელად გამოხატვა, საბედისწერო შეხვედრა ძალიან მალე შედგება.

მერწყული

მერწყულები მეორე ნახევრის არჩევას საკმაოდ ფრთხილად უდგებიან. ეს ძალიან კარგი თვისებაა, თუმცა შეეცადეთ საკუთარმა მაღალმა სტანდარტებმა თქვენს პირად ურთიერთობებზე უარყოფითად არ იმოქმედოს. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულები.

თევზები

თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ არ იდარდოთ, თქვენთვის შესაფერის პიროვნებას მალე შეხვდებით. თევზებს, რომლებსაც პირად ცხოვრებაში ბევრი სირთულეები, ვარსკვლავები ურჩევენ, უფრო მეტად გახსნილები იყვნენ. კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი ურთიერთობები და სწორად დაალაგეთ პრიორიტეტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system