თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი : 6-12 სექტემბერი

სასიყვარულო ჰოროსკოპი : 6-12 სექტემბერი
სასიყვარულო ჰოროსკოპი : 6-12 სექტემბერი

მომავალი კვირა ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია პირად ურთიერთობებში პრობლემების მოსაგვარებლად. ნუ შეგეშინდებათ წყენის, ყველა უთანხმოება მშვიდობიანად მოგვარდება.  მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ ეს მომენტი და ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა.

ვერძი

იყავით დიპლომატიური და არ გამოხატოთ უკმაყოფილება, მაშინაც კი, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან დაკავებულია და თქვენს მიმართ მცირე ყურადღებას იჩენს. ეცადეთ ამ საკითხზე მასთან მშვიდად ისაუბროთ და არა მკაცრი ტონით. მარტოხელა ვერძების მეგობრული ურთიერთობები კი შესაძლოა რაღაც უფრო დიდში გადაიზარდოს.  მამაკაცები კი ნუ დაელოდებით განსაკუთრებულ დღეს, განებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი დღესვე. ვარსკვლავები გირჩევენ იპოვოთ ოპტიმალური ბალანსი სამსახურსა და ოჯახს შორის.

კურო

ეს პერიოდი ხელსაყრელია მჭიდრო სასიყვარულო ურთიერთობების დასამყარებლად. ნუ გაფლანგავთ ამ პერიოდს არასწორად ადამიანებთან ფლირტში. მარტოხელა კუროებს კი სასიამოვნო ნაცნობობა და სიახლეები ელით.

ტყუპები

მომავალ კვირას, შესაძლოა, ურთიერთობებში ეჭვიანობამ და ჩხუბმა იჩინოს თავი. ვარსკვლავები გირჩევენ, გონივრულად მოიქცეთ და უთანხმოება საყვარელ ადამიანთან საუბრით გადაჭრათ. მოერიდეთ სცენების მოწყობას. მარტოხელა ტყუპებს კი შესაძლოა ძველი ნაცნობები ესტუმრონ და მათთან ურთიერთობის აღდგენა მოინდომონ. დროს ნუ დახარჯავთ იმ ადამიანებზე ფიქრში, რომ რომლებთან ურთიერთობასაც ერთხელ უკვე დაუსვით წერტილი. 

კირჩხიბი

ეჭვიანობამ და უნდობლობამ შეიძლება თქვენი ურთიერთობა გაანადგუროს. ვარსკვლავები გვირჩევენ გულწრფელად ესაუბროთ საყვარელ ადამიანს, შეეცადოთ გაუგოთ მას და უმიზეზოდ არ დაადანაშაულოთ იგი. გახსოვდეთ ყველაფერი მოგვარებადია.

ლომი

დროა საკუთარი პირადი ცხოვრება გაამრავალფეროვნოთ, ახლა ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ეს პასუხისმგებლობა კი საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. ამასთან, ვარსკვლავები მოგიწოდებენ, პარტნიორს მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ. თუ ურთიერთობა მოსაწყენი გეჩვენებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად უნდა დაასრულოთ. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია. 

ქალწული

მომავალ კვირას საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა განსაკუთრებულად დაგჭირდებათ. ხოლო, მარტოხელა ქალწულებს ვარსკვლავები ურჩევენ მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს.

სასწორი 

გაუზიარეთ თქვენს საყვარელ ადამიანს საკუთარი ინტერესები. მიეცით საშუალება უკეთ გაიცნოს თქვენი შინაგანი სამყარო. მომავალი კვირა საუკეთესო პერიოდია მარტოხელა სასწორებისთვისაც. მთავარია მზად იყოთ ცვლილებებისა და სიახლეებისათვის.  ნუ ეცდებით ყველას მოეწონოთ. იყავით ის ვინც ხართ და შესაფერისი ადამიანი თავად მოგძებნით. 

მამაკაცები

მორიელი

თქვენს პირად ურთიერთობებში მეგობრებისა და ოჯახის ჩარევა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ეცადეთ, თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის პრობლემები მხოლოდ თქვენ ორმა მოაგვაროთ და მესამე პირები საკუთარ პირად ცხოვრებაში არ ჩარიოთ. ვარსკვლავები იმავეს ურჩევენ მარტოხელა მორიელებსაც. აუცილებელი არ არის თქვენი ახალი თაყვანისმცემლებისა და ნაცნობების შესახებ ყველას მოუყვეთ - პირადი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ეს მომავალი ურთიერთობების სწორად წარმართვაშიც დაგეხმარებათ. 

მშვილდოსანი

კარგი ამბების და სასიამოვნო სიახლეების დროა. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული კვირა გექნებათ, ხოლო მათთვის, ვისაც მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია სასიამოვნო სიახლეებით დატვირთული კვირა იქნება. უფრო მეტი ისეირნეთ და ისაუბრეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად. 

თხის რქა

უფრო მეტი დრო დაუთმეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, მოისმინეთ და გაითვალისწინეთ მისი აზრი. მარტოხელა თხის რქები კი თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და გააკეთეთ ის, რასაც გული გკარნახობთ.

მერწყული

ნუ გაიმეორებთ წარსულის შეცდომებს, მათი შედეგები შეიძლება ახალ ურთიერთობაში დამანგრეველი აღმოჩნდეს. მომავალ კვირას უფრო მეტი დრო საკუთარ თავს და საკუთარი სურვილების შეცნობას უნდა დაუთმოთ. თქვენ პირად ცხოვრებას მხოლოდ ასე დაალაგებთ. 

თევზები

მომავალ კვირას, შესაძლოა, ურთიერთობაში მოულოდნელად პრობლემები შეგექმნათ. არსებობს ურთიერთობის გაწყვეტის რისკიც, თუმცა, პრობლემის მოგვარებას მხოლოდ საკუთარი გონიერებით შეძლებთ. რაც შეეხება მარტოხელა თევზებს, მათთვის კვირა მშვიდად ჩაივლის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system