თავში

ვეფხვის წელი - რა კერძი უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე

​ვეფხვის წელი - რა კერძი უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე
ვეფხვის წელი - რა კერძი უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე

მომავალი, 2022 წელი შავი წყლის ვეფხვის წელი იქნება (სხვა ვერსიის მიხედვით - ცისფერის). ვეფხვი თავხედი და ჯიუტი ცხოველია, ამიტომ ახალი წლის ღამეს უნდა მისი დამშვიდება ეცადოთ, მათ შორის საკვებით.

ვეფხვი მტაცებელია და მისი რაციონი ახალი ხორცია. ამიტომ, ვეფხვის წელს სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ხორცი.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოხარშული ღორის, ლორისა და ძეხვის ხარისხს - ისინი უნდა იყოს ახალი, არომატული და რაც შეიძლება ნატურალური.

საახალწლო სუფრისთვის შესანიშნავი გამოსავალი ხორცის რულეტები ან ბლინები იქნება. ვეფხვი ასევე დააფასებს შებოლილ ხორცს, ფარშით მომზადებულ კერძებს, ყველსა და კვერცხს.

მთავარი ცხელი კერძი უნდა იყოს ხორცი. შეგიძლიათ, ის სხვადასხვა გზით მოამზადოთ: შეწვათ, მოთუშოთ, ან მოხარშოთ. საახალწლო სუფრაზე ვეფხვს ტრადიციული პელმენიც გაახარებს.

ვეგეტარიანელებს შეუძლიათ, კერძი სოიოს ხორცისგან მოამზადონ და ამით ვეფხვი მიიზიდონ.

საახალწლო სუფრისთვის უმჯობესია, აირჩიოთ ის სალათები, რომლებიც ხორცსა და ძეხვს შეიცავს.

თავის შეკავება კი ფრინველისგანაა რეკომენდირებული.

ასევე, ცუდი იდეაა კორეული კერძები, რადგან აღმოსავლეთის მაცხოვრებლები ვეფხვის ნათესავების ხორცს ჭამენ.

მარცვლეულის გარნირის (ბრინჯი, წიწიბურა) ნაცვლად, უმჯობესია ბოსტნეული მოამზადოთ (კარტოფილის პიურე, ბოსტნეულის ჩაშუშული და ა.შ.).

ასევე ვეფხვს ზღვის პროდუქტები არ მოსწონს, თუმცა ვინაიდან ეს წყლის ვეფხვია, საახალწლო სუფრაზე თევზი მას ნამდვილად არ გააღიზიანებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system