თავში

ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც სწრაფად უნდა გაეცალოთ

ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც სწრაფად უნდა გაეცალოთ
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც სწრაფად უნდა გაეცალოთ

ასტროლოგები ზოდიაქოს სამი ნიშნის მამაკაცს ასახელებენ, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობებში ძალიან მერყევები არიან და მათი იმედი არ უნდა გქონდეთ. ისინი სულიერებაზე  წინ ხორციელ კავშირს აყენებენ და ქალბატონებს გულს ხშირად უტეხავენ. 

მერწყული

მათთან დაწყებული ურთიერთობა ცრემლებითა და დრამებით სრულდება. ამავე დროს, მოემზადეთ იმისთვის, რომ  მისი წესებით ცხოვრება მოგიწევთ. ნუ ეცდებით მის დაბმას და სახლში გამოკეტვას, ამ შემთხვევაში  ის ძალიან სწრაფად გაწყვეტს თქვენთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სიყვარული არ შეუძლიათ. თუმცა, ერთგულები ძალიან გამონაკლის შემთხვევებში არიან, მხოლოდ მათ მიმართ, ვინც მთელი გულით უყვართ.

ტყუპები

მათ ურთიერთობებში არასდროს არ არის დაღლა და ერთფეროვნება. სწორედ ამიტომ არის მათი ურთიერთობები ინტრიგებით სავსე. მათ უყვართ რომანტიკა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი. თუმცა, ასევე დიდ სიამოვნებას იღებენ რამდენიმე ქალთან ფლირტის გაბმით. ისინი ოჯახის შექმნას არ ჩქარობენ. მათი მოხიბვლა მხოლოდ თავისუფლებით არის შესაძლებელი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ყოველთვის თავგადასავლებისკენ მიიწევს. გრძელვადიანი ურთიერთობები მოითხოვს ვალდებულებას, ყურადღებას, ზრუნვას და კომპრომისს, და ეს ყველაფერი მათ ხასიათს არ შეესაბამება. თუმცა, ამის მიუხედავად ისინი ერთგულები არიან და საყვარელი ქალის გულისთვის ყველაფერს დათმობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system