თავში

ზოდიაქოს 3 ნიშანს ქმრები გაურბიან

​ზოდიაქოს 3 ნიშანს ქმრები გაურბიან
ზოდიაქოს 3 ნიშანს ქმრები გაურბიან

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები, რომლებიც ქმართან ურთიერთობაში ზედმეტ ემოციურობასა და იმპულსურობას ავლენენ. მათ ჰგონიათ, რომ ქმრებს მუდმივად უნდა უკიკინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არაფერი გამოვა. არადა, ადრე თუ გვიან, ასეთი ცოლები მარტო რჩებიან - მათი ქმრები უბრალოდ გარბიან.

ვერძი

ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ კონფლიქტზე და ქმრის ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელიც არ ჯდება მათ წარმოდგენაში, ვერძი ქალები ზედმეტად ბობოქრულად რეაგირებენ. ასეთი ქალები მეორე ნახევრის ყველა სიტყვას ეკიდებიან, ყოველ მოძრაობაზე კომენტარს აკეთებენ და არც დღე მშვიდდებიან, არც ღამე. ნებისმიერი წვრილმანის გამო ისინი სკანდალისთვის მზად არიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ქალები ზედმიწევნობით გამოირჩევიან და მომთხოვნები არიან. პირად ცხოვრებაში, სახლში, თუ ეს გარკვეულ საზღვრებს გაცდება, ოჯახისთვის ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცევა. ასეთ ქალბატონებთან ვერ მოდუნდები. არადა ყველას უნდა, სამსახურიდან სახლში ისე მოვიდეს, რომ თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოს. შედეგად, მეუღლეები მუდმივად უცხადებენ პრეტენზიებს ერთმანეთს და მათი კავშირი ირღვევა.

მერწყული

ძალიან ხშირად მერწყულ ქალებს ჰგონიათ, რომ უფრო ჭკვიანები და გამოცდილები არიან, ვიდრე მამაკაცები. ბრძენი ქალი, ასეც რომ ფიქრობდეს, არასოდეს გამოავლენს ამას, განსაკუთრებით საჯაროდ. მაგრამ ეს მერწყულ ქალებს არ ეხება. მათ მოსწონთ ქმრისთვის მუდმივად შენიშვნების მიცემა, ყველას თვალწინაც კი და ხანდახან დაცინვაც. ზოგჯერ ისინი ვერ ხვდებიან, რომ მამაკაცი არ პასუხობს, რადგან ქალთან კამათი არ სურს და სკანდალი არ უყვარს. მერწყული ქალებისთვის კი ეს მორჩილება აღიქმება, როგორც მამაკაცის მიერ მათი სისწორის აღიარების ნიშანი. მაგრამ დგება დრო, როცა კაცი მუშტს ურტყამს მაგიდას, ან უბრალოდ კარს მიღმა უჩინარდება. მთელი ოჯახური ცხოვრება ამით მთავრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system