თავში

ზოდიაქოს 3 ნიშნის პირადი ცხოვრება შეიცვლება

​ზოდიაქოს 3 ნიშნის პირადი ცხოვრება შეიცვლება
ზოდიაქოს 3 ნიშნის პირადი ცხოვრება შეიცვლება

ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს 3 ნიშანს პირად ცხოვრებაში წარმატება ელის. ოქტომბერში ნაწილს ხელს სთხოვენ, ნაწილი კი მეორე ნახევარს იპოვის.

თევზები

მარტოხელა თევზებს დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ. ასტროლოგები უახლოეს მომავალში მათ საბედისწერო შეხვედრას ჰპირდებიან, რომელიც, შესაძლოა, ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამასთან, ზოდიაქოს ამ ნიშნებს მეორე ნახევართან გაპრანჭვა არ მოუწევს. ის ისეთად მიიღებს და შეიყვარებს, როგორიც არის, ყველა თავისი ნაკლითაც კი. ამ ადამიანთან თევზები ოჯახის შექმნას შეძლებენ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდნენ.

ლომები

ლომები ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობად დაალაგებენ, ასევე ახალ ადამიანთან შეხვედრას შეძლებენ, რომელიც ყველა მის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს. ოქტომბერი ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის რომანტიკის და ზრუნვის პერიოდი იქნება. უკვე დაოჯახებულებს კი უფრო მეტადაც გაუმართლებს. მათი გრძნობები ახალი ძალით იფეთქებს და ახალ საფეხურზე გადავა.

სასწორი

პირადი ბედნიერების მისაღწევად სასწორს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება. სიყვარული მას თავად იპოვის, საჭიროა მხოლოდ მოთმინება და ოქტომბერში სახლიდან რაც შეიძლება ბევრჯერ გასვლა. ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალბატონებს, შესაძლოა, ხელი სთხოვონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system