თავში

ზოდიაქოს 5 ნიშანი ნოემბერში გამდიდრდება

​ზოდიაქოს 5 ნიშანი ნოემბერში გამდიდრდება
ზოდიაქოს 5 ნიშანი ნოემბერში გამდიდრდება

ნოემბერში გამდიდრების შანსი რამდენიმე ნიშანს ერთდროულად აქვს, რადგან მათ ჰარმონიული პლანეტარული კავშირები უწყობს ხელს, რომლის ფორმირებას ვენერა და იუპიტერი ახდენენ.

თხის რქა

ნოემბერში თხის რქებს გაუმართლებთ. მათ პროფესიულ საქმიანობაში დიდი შემოსავალი ექნებათ. ასევე, თხის რქებს, შესაძლოა, ბონუსები ჰქონდეთ, რადგან მათი უფროსები მათი მუშაობით კმაყოფილი იქნებიან. არსებობს გავლენიანი მფარველის შეხვედრის ალბათობა, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. შემოსავლის მომტანი იქნება მწერლობა და მოგზაურობა. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ თხის რქას ფული ნათესავებმა აჩუქონ.

სასწორი

სასწორები შემოსავლის მიღებას ბიზნესიდან შეძლებენ. შესაძლოა, მომგებიანი იყოს ფასიანი ქაღალდების ყიდვა, საფონდო ბირჟაზე თამაში ან ფინანსურ სპეკულაციაში მონაწილეობა. არსებობს ლატარიაში დიდი მოგების ალბათობა. გაჩნდება ჰობის მონეტიზაციის შესაძლებლობა. ფინანსურად წარმატებული იქნება ბლოგინგი, მსახიობობა, პედაგოგიკური და თეატრალური საქმიანობა.

ვერძი

ვერძსს საშუალება ექნება, ფული გარიგებებითა და კონტრაქტებით გამოიმუშაოს. მოგება განსაკუთრებით მოსალოდნელია სილამაზის და ხელოვნებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. შესაძლოა, ფინანსური შემოსავლები ერთობლივი ბიზნესიდან წამოვიდეს.

თევზი

თევზებს მიეცემათ შესაძლებლობა, ფარული ფულადი ტრანზაქციებითა და ეშმაკური სქემებით გამდიდრდნენ. შემოსავალს ბანკში, სადაზღვევო კომპანიებში, საბაჟოზე მუშაობა მოიტანს. არ არის გამორიცხული, რომ თევზებმა შემოსავლი ინტერნეტის საშუალებით მიიღონ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ფულს მხატვრობა, მუსიკა, კინო, ფსიქოლოგია და ფოტოგრაფიის ხელოვნება მოუტანს. შესაძლოა, ახლობლებმა ფინანსური დახმარება გაუწიონ. ასევე იქნება სიზმრები, რომლებშიც ფულის შოვნის შესახებ იდეები და რჩევები იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system