თავში

ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის სიცივე უნდა აიკრძალოს

​ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის სიცივე უნდა აიკრძალოს
ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის სიცივე უნდა აიკრძალოს

შემოდგომა და ზამთარი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს განახლდება არა მხოლოდ ბუნება, არამედ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი. თუმცა, სიცივეს ყველა ადამიანი ადვილად ვერ იტანს. ასტროლოგებმა ზოდიაქოს სამი ნიშანი დაასახელეს, ვისთვისაც სიცივეში ყოფნა დიდი ტანჯვაა.

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს ცივი ამინდის სერიოზულად ეშინია. მათ შორისაა კურო, ქალწული და მორიელი. თუმცა, თითოეული შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

კურო

საიდუმლო არ არის, რომ კურო ყოველთვის და ყველგან კომფორტს ანიჭებს უპირატესობას. საცხოვრებლის არჩევისას მისთვის სითბო ფუნდამენტური არგუმენტია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ თბილი საბნები და ცდილობენ, თავიანთ სახლში ტემპერატურა +25 გრადუს ცელსიუსზე მაღლა შეინარჩუნონ.

ქალწული

ქალწულებს სითბო ურჩევნიათ. ისინი თავს თბილ სეზონზე უფრო კომფორტულად გრძნობენ და ცდილობენ, სიცივეში ზედმეტად გარეთ არ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ზამთარში და შემოდგომაზე ქალწულები თავს შებოჭილად გრძნობენ. წლის ამ დროს მათი შრომისუნარიანობა საგრძნობლად იკლებს.

მორიელი

მორიელები ცივი ამინდის მოსვლასთან ერთად, შესაძლოა, ამოუხსნელ "ანაბიოზში" ჩავარდნენ. როგორც წესი, შემოდგომაზე და ზამთარში, მათ არაფერი უნდათ, მუდმივად სურთ ძილი და ცდილობენ, ენერგია ზედმეტად არ დახარჯონ. მორიელებისთვის საუკეთესო ვარიანტი თბილ ქვეყნებში მოგზაურობა იქნება. მხოლოდ თბილი კლიმატის მქონე რეგიონში ხანგრძლივი ყოფნა მისცემს მათ საშუალებას, მდგომარეობა გააუმჯობესონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system