თავში

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან

მშვილდოსანი - ამ ნიშნის წარმომადგენელი ხშირად კარგ ხასიათზე არიან. ისინი ცდილობენ სპონტანურად იმოქმედონ. როდესაც მშვილდოსანი თავს დათრგუნულად გრძნობს, ცდილობს, რაიმე ახალი გამოწვევით დაკავდეს. მაგალითად, გაიცნოს ახალი ადამიანი. ხოლო, თუ მსოფლმხედველობის შეცვლა უნდა, აუცილებლად უნდა წავიდეს სამოგზაუროდ. მოკლედ, გააკეთოს ის, რაც აქამდე არ გაუკეთებია.

ვერძი - ის ცდილობს, არ ინერვიულოს ისეთ საკითხზე რომელიც აღარ მოგვარდება, იმედგაცრუებას და ნეგატიურ გრძნობებს ყოველთვის თავიდან იშორებს. თუ ვერძი შეცდომას უშვებს, დასკვნებს აკეთებს და აგრძელებს გზას.

ლომი - ყოველთვის მადლიერია და იცის, რომ მას ძალიან გაუმართლა. ლომს ყოველთვის ჰყავს მეგობრები, ოჯახი და თაყვანისმცემლები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ და უყვართ. ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები, ყოველთვის მზის სხივს აფრქვევენ გარშემმყოფებთან. მათთვის მოწყენილობა და ცუდ ხასიათზე ყოფნა წარმოუდგენელია. ლომი ყოველთვის იღიმენა და გარშემომყოფებსაც კარგ და პოზიტიურ განწყობაზე აყენებს.

სასწორი - ისინი ყოველთვის შეგნებულ არჩევანს აკეთებენ, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ. მათ არ სიამოვნებთ ნეგატიურ სივრცეში ყოფნა და ურჩევნიათ თავი აარიდონ მსგავს გარემოს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ წვრილმანებზე, რომლებიც მათ სიხარულს და ბედიერებას ჰგვრით. თუ მოიწყენენ გამოსავალს აუცილებლად იპოვნიან და გააკეთებენ სწორედ იმას, რაც ბედნიერების მომტანია მათთვის.

ტყუპები - რასაც გრძნობენ, იმას გამოხატავენ. თუ გაბრაზდებიან ამას აუცილებლად გაგრძნობინებენ. მათ ძალიან უყვართ გართობა და წვეულებაზე მთელი გულით იქნებიან თქვენთნ ერთად. ნუ შეეცდებით მათ გაბრაზებას, რადგან ისინი ძალიან რთულად გამოდიან მდგომარეობიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system