თავში

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც იდეალური მეუღლეები არიან

​ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც იდეალური მეუღლეები არიან
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც იდეალური მეუღლეები არიან

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლის წარმომადგენლები იდეალური ქმრები არიან.

კურო

მშრომელი და მიზანდასახული მამაკაცი კურო საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს. ზოგჯერ ქალი ასეთ პარტნიორს სიძუნწესა და გადაჭარბებულ ეკონომიურობაში ადანაშაულებს, მაგრამ ის ამას ოჯახის საკეთილდღეოდ აკეთებს: სულ რამდენიმე წელიწადში კუროს შეუძლია, არა მხოლოდ ქალაქის საუკეთესო უბანში ბინის საყიდლად შეაგროვოს ფული, არამედ ზემოდან კიდევ პატარა სახლი სოფელშიც იყიდოს. ასეთი მამაკაცისთვის იდეალურია მზრუნველი და ნაზი დიასახლისი.

კუროს პოვნა გარემოში საკმაოდ მარტივია. კარგად დააკვირდით, დიდი ალბათობით, ეს ყველაზე მშრომელი კოლეგა ან მოხერხებული და ხელმარჯვე მეზობელია.

კირჩხიბი

ტაქტიანი და თავაზიანი მამაკაცი კირჩხიბი საყვარელ ქალს ყოველთვის მხარს დაუჭერს. მისმა ემოციურობამ და მგრძნობიარობამ არ უნდა შეაშინოს რჩეული, რადგან ეს ნამდვილი და გულწრფელი სიყვარულის ნიშანია.

კირჩხიბის ერთადერთი ნაკლი ზედმეტი ეჭვიანობაა. ამასთან, ეს გრძნობა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის შენარჩუნების სურვილი. მისი აზრით, იდეალური პარტნიორი ერთგული და შინაური ქალია.

ასეთი კაცი უნდა მოძებნოთ საინტერესო ფილმის პრემიერაზე ახლომდებარე კინოთეატრში ან მიმდებარე მყუდრო რესტორანში.

სასწორი

მშვიდობიანი, კეთილი და გულუხვი მამაკაცი სასწორი არასოდეს მოგცემთ სკანდალისა ან ეჭვიანობის საბაბს. ამ ნიშნის წარმომადგენელი არის ბრძენი და გულახდილი ადამიანი, რომელიც ემოციებისა და მოქმედებების კონტროლს არის მიჩვეული. ურთიერთობის დაწყებისას, მას ურჩევნია, დაიცვას თანასწორობისა და კომპრომისის პრინციპები.

სენსიტიური და ნაზი სასწორი სილამაზის ნამდვილი დამფასებელია, ამიტომ ისინი ქორწინების სახლში მხოლოდ შესანიშნავი გემოვნებისა და სტილის მქონე ლამაზად მოვლილ ქალბატონთან ერთად მიდიან.

სად ვიპოვოთ ასეთი კაცი? კონცერტები, მუზეუმები, გამოფენები და - სწორედ აქ ატარებს სასწორი უმეტეს დროს. გსურთ მისი გულის მოგება? მაშინ მოემზადეთ თქვენი დიზაინის, მუსიკისა და ხელოვნების ცოდნის საჩვენებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system