თავში

ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 2022 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება

​ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 2022 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება
ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 2022 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება

2022 შავი ვეფხვის წელია. ვინაიდან ამ პერიოდის სტიქია წყალი იქნება, ის მტაცებლის ენერგიას შეარბილებს, რაც ზოდიაქოს გარკვეული ნიშნებისთვის განსაკუთრებით იღბლიანი იქნება. ასტროლოგები რამდენიმეს გამოყოფენ, რომლებსაც 2022 წელი კაშკაშა მოვლენებს და საბედისწერო ცვლილებებს ჰპირდება.

ვერძი

ვერძს მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება. იანვრიდან მარტამდე მათ მოუწევთ, გადახედონ ცხოვრების ჩვეულ წესს და ახალი მიზნები აირჩიონ. ფინანსურ სფეროში ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გამოვა, მაგრამ არ იჩქაროთ და ნაშოვნი არ გაფლანგოთ. წლის ბოლოსთვის დანაზოგი უშფოთველი მომავლის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გაზაფხულზე და ზაფხულში ვერძი სამსახურში საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს ეს შეიძლება იყოს საკუთარი ბიზნესის წამოწყება, ან კარიერული წინსვლა. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები კი, შესაძლოა, მეორე ნახევარს შეხვდნენ.

ტყუპები

მთელი 2021 წლის განმავლობაში ტყუპები ბევრს შრომობდნენ, ამიტომ 2022 წლის იანვრიდან ისინი სარგებლის მიღებას დაიწყებენ. მათთვის, ვინც სამსახურის შეცვლაზე ფიქრობს, იდეალური თვე მაისი იქნება. დაოჯახებული ტყუპებისთვის წლის პირველი ნახევარი, შესაძლოა, ურთიერთობის გამოცდად იქცეს. გზად ბევრი ცდუნება იქნება, რომლებსაც ისინი ისინი მარტო ვერ გაუმკლავდებიან.

ქალწული

ქალწულებისთვის მომავალი წელი ოჯახის შესაქმნელად ან გასაძლიერებლად ხელსაყრელი პერიოდი იქნება. მათ სიყვარული, იდილია და ჰარმონია ელით. სამსახურში ცოტა მეტი შრომა დასჭირდებათ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. თებერვლიდან მაისამდე პერიოდში შესაძლებელია პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებები, თუმცა ყველა წარმატებული იქნება.

სასწორი

2022 წელს სასწორს ბედი გაუღიმებს. მათ მოზომილ ცხოვრებას არაფერი დაემუქრება, თუმცა ისინი, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, დასახულ მიზნებს მიაღწევს. ამასთან, ფრთხილად იყავით ავანტიურისტული კონტრაქტებისა და მარტივი ფულის მიმართ, რადგან მოტყუების დიდი საფრთხე არსებობს. ზაფხულში სასწორს დიდი შემოსავალი ელოდება, თუმცა მისი გაფლანგვა არ ღირს. არ არის გამორიცხული, რომ თანხა ნოემბრის ბოლოსთვის აღმოჩნდეს საჭირო.

მორიელი

მორიელები ყველა გეგმის განხორციელებას შეძლებენ. დაჟინება და შეუპოვრობა დაწინაურებაში დაგეხმარებათ და დაბრკოლებები იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ მორიელები მათ ვერც კი შეამჩნევენ. ასტროლოგები მორიელებს ურჩევენ, ახალ ნაცნობებს გაუღონ კარი და მოგზაურობაზე უარი არ თქვან.

მერწყული

ახალ პროექტებში წარმატების მისაღწევად მერწყულს ბევრი ძალისხმევა არ დასჭირდება. იანვრიდან მარტამდე ვარსკვლავები მათ კარიერულ წინსვლას ჰპირდებიან, გაზაფხული და შრომით იქნება დატვირთული. ზაფხულისთვის კი შესვენება იქნება, რომლის დროსაც ცხოვრების გადახედვა მოხდება. თუმცა, უკვე სექტემბერში გაჩნდება ახალი იდეები, რომლებიც ნაყოფს გამოიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system