თავში

ზოდიაქოს რომელი ნიშანი რა ასაკში აღწევს წარმატებას

ზოდიაქოს რომელი ნიშანი რა ასაკში აღწევს წარმატებას
ზოდიაქოს რომელი ნიშანი რა ასაკში აღწევს წარმატებას

ვერძი, კურო, ტყუპები

ამ ნიშნების ქვეშ დაბადებულები წარმატებას სხვებზე ადრე აღწევენ. ვერძი, კურო და ტყუპები უმეტესად 21 წლის ასაკში უკვე წარმატებულები არიან. ამავდროულად, ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები წარმატებისკენ სხვადასხვა გზით მიდიან. ვერძები ხელმძღვანელ პოზიციებს ერგებიან კარგად, ამავდროულად მეწარმეობის საქმიანობაშიც დიდი წინსვლით გამოირჩევიან. ისინი იდეებით არიან სავსენი, მუდამ ახლის სწავლისკენ ისწრაფვიან. კუროს მოთმინებისა და ნებისყოფის კარგი უნარი აქვს, რაც წარმატების მიღწევაშიც ეხმარება. ტყუპების ძლიერ მხარეს კი კომუნიკაციის სფეროები წარმოადგენს.

ქალწული, ლომი, კირჩხიბი

ლომის, კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, სავარაუდოდ, წარმატებას 21–42 წლამდე აღწევენ. ისინი ამას ბავშვობაშივე უყრიან საფუძველს. ასეთ ადამიანებს პატარაობიდანვე აქვთ განსაზღვრული საქმიანობის ის სფერო, რომელსაც სამომავლოდ აირჩევენ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ისინი ყველა დაბრკოლებას დამოუკიდებლად უმკლავდებიან. კირჩხიბები კარგად მუშაობენ უძრავი ქონების, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებში. ლომები წარმატებულები არიან ლიდერების პოზიციებზე. ქალწულებისთვის მეტად ხელსაყრელია რედაქტორის, მასწავლებლების, მწერლის პროფესიები. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს აქვს ანალიტიკური აზროვნების შესანიშნავი უნარი, არიან შრომისმოყვარეები. ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე და სიფრთხილით ეკიდებიან ყველა საქმეს.

მშვილდოსანი, მორიელი, სასწორი

მშვილდოსნის, მორიელის და სასწორის წარმომადგენლები საკმაოდ გვიან აღწევენ წარმატებას - 42-დან 63 წლამდე ასაკში. მათ შეიძლება საქმიანობის სფერო რამდენჯერმე შეიცვალონ მანამ, სანამ საბოლოო, მათთვის ყველაზე ხელსაყრელ პროფესიას იპოვნიან.  ამავე დროს, მშვილდოსანი უფრო მეტად  შემოქმედებით და სამედიცინო სფეროებში წარმატებით გამოირჩევა, მორიელები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველანაირ საქმეს ვნებით და ჟინით აკეთებენ და მსგავსი დამოკიდებულებით აღწევენ წარმატებას, ისინი შესანიშნავი ლიდერები არიან. სასწორი მიდრეკილია ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებებისკენ.

თევზები, მერწყული, თხის რქა

თევზების, მერწყულისა და თხის რქის ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებისკენ მიილტვიან, თუმცა მწვერვალს უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ 60 წლის ასაკში აღწევენ.  თხის რქა გამოირჩევა კარგი ორგანიზებულობით და უდიდეს წარმატებას აღწევს ბიზნესში, მერწყული - შემოქმედებით სფეროებში, ისინი ორიგინალურები, პროგრესულად მოაზროვნეები და დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. ასევე თევზებიც, მათთვის შემოქმედებითი და  საგანმანათლებლო სფეროები უფრო ხელსაყრელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system