თავში

ზოდიაქოს ტოპ-3 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი

​ზოდიაქოს ტოპ-3 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
ზოდიაქოს ტოპ-3 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი

ამერიკელმა ასტროლოგმა და მწერალმა ბრენა ლილემ დაასახელა ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთა წარმომადგენლები გონიერებითა და გამჭრიახობით ყველაზე ხშირად გამოირჩევიან. სულაც არ არის აუცილებელი, ეს ადამიანები ცნობილი მეცნიერები ან გამომგონებლები გახდნენ. მაგრამ სხარტი გონება ეხმარება მათ, სწორად განკარგონ მიღებული ცოდნა, სწორად გააანალიზონ მოვლენები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. ასეთი ადამიანებისგან რჩევა ზედმეტი არასოდეს იქნება.

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ნებისმიერ კომპანიაში ყურადღების ცენტრში ძალიან ხშირად არიან. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ და მათში გაერთიანებული ისეთი თვისებები, როგორიცაა სიჯიუტე და ინტელექტი. მართალია, მათ ხშირად უყვართ თავიანთი ცოდნით დაკვეხნა. საღამოს დასასრულს, ამან, შესაძლოა, წვეულების სხვა სტუმრების გაუცხოება გამოიწვიოს. ამიტომ მათ ზომიერება უნდა გამოიჩინონ.

თხის რქა

ბევრი ადამიანი ამჩნევს, რომ რთულ სიტუაციებში თხის რქები ხშირად იღებენ პასუხისმგებლობას თავის თავზე და იწყებენ სხვებისთვის კარნახს, თუ როგორ მოიქცნენ. ისინი ჯიუტები არიან და ხანდახან უფროს მეგობრებზე უფრო გონიერებიც კი. ამიტომ, მათ ხშირად სთხოვენ რჩევას და მხარდაჭერას.

ქალწული

ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები დაბადებიდან ჭეშმარიტად ზებუნებრივი გონებით არიან დაჯილდოებულნი. ხანდახან ზოგი მათ ნერვულად თვლის, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს მოსაზრება, შესაძლოა, იმით იყოს განპირობებული, რომ ქალწულები მცირე დეტალების მიმართაც კი ძალიან მომთხოვნები არიან. არადა ეს უპირატესობად უნდა ჩაითვალოს. სწორედ იმ წვრილმანებში, რასაც სხვები ხშირად ვერ ამჩნევენ, ზოგჯერ წარმატების საიდუმლო იმალება. ქალწულებმა, ინტუიციის წყალობით, თავიანთი გარემოცვის შესახებ ყველაფერი იციან, ადამიანების ქცევას პროგნოზირებენ. მათ აქვთ შესანიშნავი მეხსიერება და ორგანიზაციული უნარები. თუმცა, სასურველია, ქალწულები ერიდონ სტრესულ სიტუაციებს. მათი ფსიქიკა ძალიან ლაბილურია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system