თავში

პრინცი ჰარი შობას დედოფლის ნაცვლად სიდედრთან გაატარებს

​პრინცი ჰარი შობას დედოფლის ნაცვლად სიდედრთან გაატარებს
პრინცი ჰარი შობას დედოფლის ნაცვლად სიდედრთან გაატარებს

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია შობის დღესასწაულს სამეფო ოჯახის ნაცვლად, მეგანის დედასთან, დორია რეგლანდთან გაატარებენ. ეს ინფორმაცია CNN-ს სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ახალშობილი არჩის დაბადებამდე, წყვილი ორი წლის განმავლობაში შობას დედოფალ ელიზაბეტთან ერთად, სოფელ ნურფოლკში ხვდებოდა. ტრადიციულად, სამეფო ოჯახი 25 დეკემბერს სენდრინგჰემის რეზიდენციაში იკრიბებოდა, სადაც მილოცვებს დიდგვაროვნებისა და სხვა კეთილისმსურველებისგან იღებდა. სადღესასწაულო წირვასაც მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა მარიამ მაგდალინელის ტაძარში ესწრებოდა.

როგორც CNN-ის წყარო აცხადებს, ჰარიმ და მეგანმა გადაწყვეტილება დედოფლის კურთხევით მიიღეს. ასეთი პრეცედენტი 2016 წელს უკვე იყო, როდესაც კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, კეიტ მიდლტონის ოჯახთან გაემგზავრნენ.

ჰარისა და მეგანის საშობაო ვიზიტის ადგილს, უსაფრთხოების საბაბით არ ახმაურებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system