თავში

არქეოლოგებმა ვეზუვის ამოფრქვევის მოწმე იპოვეს - PHOTO

არქეოლოგებმა ვეზუვის ამოფრქვევის მოწმე იპოვეს
არქეოლოგებმა ვეზუვის ამოფრქვევის მოწმე იპოვეს - PHOTO

მეცნიერებმა იტალიაში უძველესი ქალაქის - ჰერკულანუმის ტერიტორიაზე 80-იან წლებში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხი კიდევ ერთხელ შეისწავლეს და გააანალიზეს. კვლევებით დადგინდა, რომ ის 40-45 წლის ჯარისკაცი იყო, რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს ადამიანებს ევაკუაციაში ეხმარებოდა და მოულოდნელად, ერთ ერთი ამოფრქვევის დროს ძლიერი ტალღის შეჯახებისაგან დაიღუპა. ინფორმაციას ansa.it ავრცელებს.

არქეოლოგ ფრანჩესკო სირანოს თქმით, ქალაქ ჰერკულანუმში ადამიანის 140 ჩონჩხია ნაპოვნი, რომლებიც მიწაში 20 მეტრის სიღრმეზე, ვულკანური ნალექების ქვეშ იმყოფებოდა.

სპეციალისტებმა ნამარხებში ასევე იპოვეს ვერცხლისა და ოქროს მონეტები, ძვირფასეულობით გაფორმებული ქამარი და სპილოს ძვლის სახელურიანი ხმალი. სწორედ ეს იყო მეცნიერების ვარაუდი, რომ აღმოჩენილი ნივთები ჯარისკაცს ეკუთვნოდა, რომელიც მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებდა.

ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ასევე განადგურდა უძველესი ქალაქი პომპეიც.

ფოტოგალერეა: Dailymail.co.uk

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system