თავში

ატლანტიკის ოკეანეში თაგვები ალბატროსებს ანადგურებენ

​ატლანტიკის ოკეანეში თაგვები ალბატროსებს ანადგურებენ
ატლანტიკის ოკეანეში თაგვები ალბატროსებს ანადგურებენ

ატლანტიკის ოკეანეში, გოფის კუნძული მსოფლიოში ყველაზე დიდი ადგილსამყოფელია ტრისტანის ჯიშის ალბატროსებისთვის. კუნძულზე ადამიანები არ ცხოვრობენ და ასევე შეზღუდულია ტურისტების შესვლა. ეს ადგილი გარკვეულწილად, იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან და იქ ფრინველებმა ისე გაიარეს ევოლუცია, რომ რეალურად კონკურენტები არ ჰყოლიათ. თუმცა მე-19-ე საუკუნეში, მეზღვაურებმა კუნძულზე თაგვები შეიყვანეს და დაასახლეს. აღმოჩნდა, რომ თაგვები უფრო დიდები და ძლიერები გაიზარდნენ, ვიდრე დანარჩენ კონტინენტებზე, რადგანაც გოფის კუნძულზე არ იყვნენ ისეთი ცხოველები, რომლებიც მათ არსებობას საფრთხეს შეუქმნიდნენ. ბოლო პერიოდში, მოძლიერებულმა თაგვებმა, ფრინველებზე თავდასხმა დაიწყეს. მაშინ, როცა ადრე ისინი მხოლოდ ალბატროსის ბარტყებს ერჩოდნენ, ახლა მოზრდილ ალბატროსებსაც ესხმიან თავს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მეცნიერები შეშფოთებულნი არიან თაგვების ქცევით. ორი წლის წინ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სპეციალური პროგრამა და საშუალებები წარმოადგინა გოფის კუნძულზე თაგვების გასანადგურებლად, თუმცა ბოლო მონაცემებით, თაგვები მაინც გადარჩნენ და უფრო აგრესიულებიც გახდნენ. ახლა ისინი არა მხოლოდ ბარტყებს, არამედ ზრდასრულ ალბატროსებსაც ესხმიან თავს და მათ ცოცხლად ჭამენ.

დედალ-მამალი ალბატროსები ბარტყებს ერთად ზრდიან, ხოლო თუ ერთ ერთი მათგანი დაიღუპა, მაშინ შთამომავლობა სიკვდილისთვისაა განწირული. გოფის კუნძულზე, ალბატროსები ისე გადიოდნენ ევოლუციას, რომ მათ ფიზიკური მტრები არ ჰყოლიათ და არ იციან თავის დაცვა თავდასხმის შემთხვევაში. შესაბამისად, ისინი სრულიად დაუცველნი არიან, თაგვების წინაშეც.

ტრისტანის ალბატროსები - გადაშენების პირას მყოფი ზღვის ფრინველებია, რომლებიც ,,ტრისტან და კუნიას’’ არქიპელაგზე ცხოვრობენ. ისინი უკვე გადაშენებული არიან არქიპელაგის მთავარ კუნძულზე - ტრისტანზე, თუმცა ჯერ ჯერობით ცხოვრობენ გოფის და ინაკსესიბლეს კუნძულებზე.

ტრისტანის ალბატროსები მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ დებენ კვერცხებს, ხოლო ბარტყის გაზრდას 10 თვე ესაჭიროება. ფრინველის ამ სახეობას მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს მთელი ცხოვრების მანძილზე.

გოფის კუნძულზე, ბოლო 36 წლის განმავლობაში ალბატროსების პოპულაცია 28%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system