თავში

ავსტრალიაში სანაპიროზე ოკეანემ მოჩვენება-ნავი გამორიყა - PHOTO

​ავსტრალიაში სანაპიროზე ოკეანემ მოჩვენება-ნავი გამორიყა
ავსტრალიაში სანაპიროზე ოკეანემ მოჩვენება-ნავი გამორიყა - PHOTO

ავსტრალიის სანაპიროზე, ვარატას ყურეში ოკეანისგან გამორიყული საიდუმლო ,,მოჩვენება-ნავი’’ იპოვეს, რომელიც ზღვის ნიჟარებით იყო დაფარული. მოგვიანებით გამოირკვა, რომ ის კალიფორნიელი მეცნიერების მიერ დედამიწის სამხრეთით მდებარე ოკეანეების გამოსაკვლევად გაგზავნილი უპილოტო მცურავი საშუალება იყო. ინფორმაციას, ავსტრალიის ვიქტორიას შტატის პოლიცია საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

2019 წლის ბოლოს, კალიფორნიელმა მეცნიერებმა ნავიდან მომავალი სიგნალი დაკარგეს. თავდაპირველად ისინი ფიქრობდნენ, რომ მცურავი საშუალება სამხრეთ ამერიკის რეგიონში აისბერგს შეეჯახა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნავი 18 თვის განმავლობაში ინერციით ტალღებს მიჰყვებოდა და ბოლოს ავსტრალიაში აღმოჩნდა სანაპიროზე.

ნავის წონა 450 კილოგრამს, ხოლო სიგრძე - 7 მეტრს შეადგენს.

ფოტოები: facebook.com/Victoria Police

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system