თავში

ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ენერგიის უცნობი წყარო აღმოაჩინეს

ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ენერგიის უცნობი წყარო აღმოაჩინეს
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ენერგიის უცნობი წყარო აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა, კოსმოსის ტელესკოპური დაკვირვების შედეგად გადაღებული 370 ფოტოს ანალიზის საფუძველზე, ჩვენი გალაქტიკის საერთო სურათი მიიღეს. მასში ჩანს, რომ გალაქტიკის ცენტრში, ძლიერი ენერგიის გამომასხივებელი უცნობი წყაროა მოთავსებული. ინფორმაციას  chandra.harvard.edu ავრცელებს.

ასტრონომების ინფორმაციით, გალაქტიკის ცენტრში ენერგეტიკული ძაფი მდებარეობს, რომლიდანაც რენტგენისა და რადიოგამოსხივების სპექტრის ტალღები მოდის.

მეცნიერთა ვარაუდით, ეს მოვლენა ურთიერთსაპირისპირო ნიშნის მქონე კოსმოსური მაგნიტური ველების ერთმანეთთან შეჯახების საფუძველზე წარმოიქმნა, რომლებიც ერთმანეთში ჩაეხვია მძლავრი მაგნიტური შეერთებების გამო.

ფოტოგალერეა: https://chandra.harvard.edu/index.html

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system