თავში

ღორებს და მღრღნელებს ანუსით სუნთქვა შეუძლიათ

​ღორებს და მღრღნელებს ანუსით სუნთქვა შეუძლიათ
ღორებს და მღრღნელებს ანუსით სუნთქვა შეუძლიათ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღორებს, მღრღნელებს და ზოგიერთ წყალში მაცხოვრებელ ცხოველს ანუსით სუნთქვა შეუძლიათ. კვლევებით დადგინდა, რომ აირადი ჟანგბადის ან ჟანგბადით გაჯერებული სითხის სწორ ნაწლავში მიწოდებით, შესაძლებელია სუნთქვის უკმარისობის აღმოფხვრა ძუძუმწოვრებში. ინფორმაციას Scitechdaily ავრცელებს.

აღმოჩენა შეიძლება დაეხმაროს კორონავირუსის მქონე პაციენტებს, რომლებსაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ.

,,ხელოვნური სუნთქვის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასუნთქი სისტემის ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა პნევმონია და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი’ - აღნიშნავს ტაკანორი ტაკებე - კვლევის ავტორი ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტიდან.

ზოგიერთმა წყალში მაცხოვრებელმა არსებებმა განავითარეს ნაწლავური სუნთქვის უნიკალური მექანიზმები, რათა გადარჩნენ ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე გარემოში.

ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ნაწლავური სუნთქვა თევზების გარდა ხმელეთზე მაცხოვრებელ ცხოველებსაც შეუძლიათ, როგორებიცაა მღრღნელები და ღორები. მეცნიერებმა ისინი ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე რეზერვუარში მოათავსეს, ხოლო ანუსის გავლით ჟანგბადის ვენტილაცია გაუკეთეს, რის საფუძველზეც ცხოველებმა საკმაოდ დიდ ხანს გაძლეს ასეთ პირობებში სუნთქვის მეშვეობით.

საკმაოდ პოზიტიური შედეგები აჩვენა ცხოველების ანუსის ჟანგბადშემცველი სითხით ვენტილაციამაც, რომლებიც სპეციალურ გარემოში, მცირე ჟანგბადის პირობებში იმყოფებოდნენ.

კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნული სტრატეგია ეფექტურია სუნთქვის უკმარისობის სიმპტომების აღმოსაფხვრელად ცხოველებში.

იაპონელი მეცნიერების ვარაუდით, აღმოჩენა დაეხმარება კორონავირუსის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ. ალტერნატიული ოქსიგენაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში სასუნთქი აპარატების დიდი დეფიციტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system