თავში

ჰოლოგრამაზე ხელით შეხება და შეგრძნება იქნება შესაძლებელი - VIDEO

​ჰოლოგრამაზე ხელით შეხება და შეგრძნება იქნება შესაძლებელი
ჰოლოგრამაზე ხელით შეხება და შეგრძნება იქნება შესაძლებელი - VIDEO

აშშ-ში მკვლევართა ჯგუფმა ბრიგემ იანგის უნივერსიტეტიდან, სპეციალური 3D განზომილების მქონე ჰოლოგრამა შექმნა, რომელზედაც ხელით შეხება და მისი შეგრძნება შეიძლება. გამოსახულება ღია სივრცეში, ჰაერში შეტივტივებული ჩანს, რომელიც ანათებს და მოცულობა გააჩნია. ეს სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც განსხვავდება აქამდე შექმნილი პროექტორებისა და ამრეკლავი ეკრანებისაგან. ინფორმაციას gizmodo.com ავრცელებს.

ჰოლოგრამის ახალი ტექნოლოგია 3-განზომილებიანი გამოსახულებების ჰაერში მოძრაობის საშუალებას იძლევა და ეს ობიექტები ერთმანეთთან ფიზიკურად ურთიერთქმედებენ. 

ჯერ ჯერობით, პროექციის ზომები საკმაოდ მცირეა, რის გამოც ჰოლოგრამის დასანახად მაკრო-ობიექტივიანი ფოტოაპარატია საჭირო. თუმცა, სამომავლოდ იგეგმება უფრო დიდი ზომის გამოსახულებების გაშუქების შესაძლებლობაც. ასევე უნდა შეიქმნას სპეციალური სათვალეებიც, რომლის მეშვეობითაც 3D ფიგურების უკეთესად აღქმა იქნება შესაძლებელი. 

ვიდეო: Brigham Young University

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system