თავში

იაპონიაში ელექტრომობილს გამოუშვებენ, რომელსაც ცურვა შეეძლება

იაპონიაში ელექტრომობილს გამოუშვებენ, რომელსაც ცურვა შეეძლება

იაპონური კომპანია Fomm გეგმავს, გამოუშვას ელექტრომობილი, რომელიც როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე გადაადგილდება.

ავტომობილი არამარტო დატბორილ გზებზე გადაადგილებას, არამედ მყარი ზედაპირის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური ფორმის ბორბლიანი დისკების დახმარებით, წყალზე მოძრაობასა და მიმართულების შეცვლასაც შეძლებს.

მცურავი მანქანის გამოშვება ფუკუშიმას მიწისძვრისა და ცუნამის ხსოვნას უკავშირდება.

მანქანის ინტერიერი გათვლილია ოთხ ადამიანზე. ელექტრომობილს შეუძლია 80 კმ / სთ-ის სიჩქარის განვითარება. აკუმულატორი ერთ დამუხტვაზე 166 კმ-ის გავლას უზრუნველყოფს.

კომპანია 5000-მდე ავტომობილის შექმნას გეგმავს, რომელთაგან 20% იაპონურ ბაზარზე დარჩება. მისი შეძენა შესაძლებელია $25000-ად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system