თავში

კასეტისა და კომპაქტ დისკის გამომგონებელი, ლუ ოტენსი გარდაიცვალა

კასეტისა და კომპაქტ დისკის გამომგონებელი, ლუ ოტენსი გარდაიცვალა
კასეტისა და კომპაქტ დისკის გამომგონებელი, ლუ ოტენსი გარდაიცვალა

ჰოლანდიელი ინჟინერი ლუ ოტენსი, რომელმაც კასეტა და კომპაქტ დისკი გამოიგონა, ნიდერლანდებში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინჟინერმა 1952 წელს კომპანია Philips-ში დაიწყო მუშაობა. რვა წლის შემდეგ ის კომპანიის პროდუქციის განვითარების განყოფილებას ჩაუდგა სათავეში და ერთ წელიწადში მან და მისმა გუნდმა პირველი პორტატული მაგნიტოფონი შექმნეს.

1962 წელს ოტენსმა კომპაქტური კასეტა გამოიგონა. გამომგონებლის თქმით, კასეტა საკმარისად პატარა უნდა ყოფილიყო და პიჯაკის ჯიბეში ჩატეულიყო. მოგვიანებით კი ოტენსმა კომპაქტ დისკიც გამოიგონა.

გამომგონებელი პენსიაზე 1986 წელს გავიდა. ცნობილია, რომ ოტენსი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ორივე გამოგონება კოლექტიური ძალისხმევის შედეგი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system