თავში

მალაიზიაში უიშვიათესი ჯიშის ბუ დააფიქსირეს

​მალაიზიაში უიშვიათესი ჯიშის ბუ დააფიქსირეს
მალაიზიაში უიშვიათესი ჯიშის ბუ დააფიქსირეს

მალაიზიის მთებში უიშვიათესი ჯიშის ბუ - ბორნეის რაჯა დააფიქსირეს. ფრინველი პირველად 1892 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ის მას შემდეგ აღარავის უნახავს, რის გამოც ეს სახეობა ნახევრად მითიურ არსებად ითვლებოდა. ფრინველი მეორედ 124 წლის შემდეგ, 2016 წელს  მალაიზიის კინაბალუს მთებში ნახეს, ხოლო მესამედ კი  2021 წელს იმავე რეგიონში, ერთ ერთმა მკვლევარმა დააფიქსირა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სტაფილოსფერ თვალებიანი ულამაზესი ბუ ნამდვილად იდუმალი ბორნეის რაჯა იყო. ინფორმაციას smithsonianmag.com ავრცელებს.

ბორნეის რაჯა 1892 წელს, ინგლისელი ორნიტოლოგის - რიჩარდ ბოუდლერ შარპის მიერ იყო აღმოჩენილი. დღემდე, ფრინველის ამ სახეობის მხოლოდ ორი ჯიში იყო ცნობილი: ბორნეის Otus brookii brookii - სტაფილოსფერი თვალებით და სუმატრის Otus brookii solokensis - ყვითელი თვალებით. მკვლევართა აზრით, ახლად დაფიქსირებული ბუ-მესამე, განსხვავებული ქვე-სახეობის ფრინველია. 

ფრინველის დაჭერას მისი ზომაც ართულებდა. ის მხოლოდ 23 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 100 გრამზე ნაკლებს იწონის. ბორნეის რაჯა, ჯერ ჯერობით სრულიად შეუსწავლელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system