თავში

პროდუქტი, რომელიც ტორტის ჭამამდე უნდა მიირთვათ - დიეტოლოგის რეკომენდაცია

პროდუქტი, რომელიც ტორტის ჭამამდე უნდა მიირთვათ - დიეტოლოგის რეკომენდაცია
პროდუქტი, რომელიც ტორტის ჭამამდე უნდა მიირთვათ - დიეტოლოგის რეკომენდაცია

ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ლიკა თეთრაძე მოსახლეობას ზამთარის სეზონზე ტკბილეულის ჭარბად მიღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

ხოლო მათ, ვისაც ტკბილეული, განსაკუთრებით კი ისეთი კალორიული დესერტი უყვარს, როგორიც ტორტია, მის მირთმევამდე ლიკა თეთრაძე, კარგი საძირკველის შესაქმნელად ბოსტნეულის სალათის მირთმევას ურჩევს:

ამასთან, მისი რეკომენდაციაა, რომ სახლიდან საუზმის გარეშე არ გავიდეთ. 

„სამსახურში არასდროს არ უნდა მიხვიდეთ მშიერი. დანაყრებული ადამიანი სამსახურში ნაკლებად მოიხმარს სასუსნავს. ვთქვათ, დაბადების დღეა, წვეულებაა, სადაც იცით, რომ აპრიორი მიირთმევთ ტორტის ერთ ნაჭერს, შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კუჭში საძირკველი...

კარგი საძირკევლი არის ბოსტნეულის სალათი, რომელსაც მიირთმევთ, რომელიც არის უჯრედისით მდიდარი. შესაბამისად კუჭი მეტ-ნაკლებად დანაყრებულია. იმ რაოდენობით ტკბილს არ მიიღებთ, გლიკემიური ინდექსი ქვეითდება. ამ შემთხვევაში ბოსტნეული, როგორც გამანეიტრალებელი ისე მოქმედებს.

ვარჩიოთ ის ნუგბარები, რომლებიც ჩვენთვის ტრადიციულია. ერთ დღეს თუ მივირთმევთ ჩურჩხელას, მეორე დღეს მივირთვათ გოზინაყი, ტორტის ნაცვლად მივირთვათ კენკროვანი, გაყინული კენკრით დამზადებული გემრიელი ტარტი. ეს არის შეღავათი, რადგან ნაკლებად ტკბილია. ჩვეულებრივი ტორტი მხოლოდ ფუჭი კალორიებია. ხილი ნამდვილად ცალკე კვების სახით სჯობს. ტორტს რაც უფრო ნაკლებს ავითვისებთ უკეთესია, ამიტომ დავაყოლოთ სხვა საკვებს,“ -  თქვა ლიკა თეთრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system