თავში

Starlink-ის სატელიტების მორიგმა გაშვებამ კაროლინას მაცხოვრებლები აღაშფოთა - VIDEO

Starlink-ის სატელიტების მორიგმა გაშვებამ კაროლინა
Starlink-ის სატელიტების მორიგმა გაშვებამ კაროლინას მაცხოვრებლები აღაშფოთა - VIDEO

ჩრდილოეთ კაროლინას მაცხოვრებლები ღამის ცაში ნანახმა უცნაურმა ნათებამ აღაშფოთა. UFO-ს თეორიის მომხრეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს უცხოპლანეტელების მზვერავი ხომალდის შესახებ, თუმცა, როგორც აღოჩნდა, უცნაური ნათება "საეჭვოდ" ემთხვევა Starlink-ის მორიგ გაშვებას დედამიწის ორბიტაზე. 

Space-X-მა, Falcon 9-ის მორიგი და ამჯერად რეკორდული მე-9 გაშვებით ორბიტაზე დამატებით 60 Starlink-ის სატელიტი გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ Space X-ის თავკაცი, ილონ მასკი კოსმოსური ინტერნეტ ქსელის შექმნას ცდილობს. მას უფლება აქვს ორბიტაზე, 12 000 სატელიტი განათავსოს. Space X-მა უკვე გაუშვა 1000 სატელიტი, თუმცა მიზნამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. 

მართალია, დაზუსტებით იმის თქმა შეუძლებელია, ნამდვილად Space-X-ის გაშვებაა თუ არა აღბეჭდილი ვიდეოზე, მაგრამ ალბათობა დიდია, რადგან დროში მოვლენები ერთმანეთს ემთხვევა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system