თავში

სუპერმარკეტში ტუალეტის ქაღალდისთვის მოჩხუბარი ქალები დააკავეს - VIDEO

სუპერმარკეტში ტუალეტის ქაღალდისთვის მოჩხუბარი ქალები დააკავეს
სუპერმარკეტში ტუალეტის ქაღალდისთვის მოჩხუბარი ქალები დააკავეს - VIDEO

ორი ქალი დააკავა ავსტრალიის პოლიციამ სუპერმარკეტში. მიზეზი ტუალეტის ქაღალდის ყიდვის გამო დაწყებული ჩხუბი აღმოჩნდა. შემთხვევა სიდნეიში მოხდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ჩანს, რომ მომხმარებელი რამდენიმე შეკვრა ქაღალდს ყიდულობს, რასაც მეორე ქალი აპროტესტებს. დაწყებული კამათი სულ მალე ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

ავსტრალიაში, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ვარაუდი, რომ მთავრობა კარანტინს გამოაცხადებს. მოსახლეობის ნაწილი პანიკაშია და სურსათისა და საყოფაცხოვრებო საჭიროების პროდუქტის მომარაგებას ცდილობს.

პოლიციის წარმომადგენელის ინფორმაციით, წესრიგის დამრღვევები დაჯარიმდნენ. მათი სასამართლო სხდომა 28 აპრილს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system