თავში

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობაში დაგვეხმარება

​თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობაში დაგვეხმარება
თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობაში დაგვეხმარება

მეცნიერებმა ადამიანის ნერვულ სისტემაში მიმდინარე გარკვეული პროცესების სპეციალური ცილით მართვის ხერხი აღმოაჩინეს. ამ ცილას საკუთარ ორგანიზმში თევზი-ვამპირი გამოიმუშავებს. თუ ჩვენ თევზს ამ ცილას ამოვაცლით და მას ადამიანს შევუყვანთ, ამით შესაძლოა ტვინის ის პატერნები გავაკონტროლოთ, რომლებიც დამოკიდებულებაზე, შფოთვაზე და დეპრესიაზეა პასუხისმგებელი. ინფორმაციას UK Today News ავრცელებს.

მეცნიერებმა თევზი-ვამპირის (Lamprey) ორგანიზმიდან სპეციალური ცილა ამოიღეს, საიდანაც მოგვიანებით გენი ,,პარაპინოფსინი’’ გამოყვეს. კვლევებით დადგინდა, რომ ამ გენის შეყვანით ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია დაიბლოკოს ტვინში მიმდინარე იმ იმპულსების გადაცემა, რომლებიც დამოკიდებულებას, შფოთვას და სხვა აშლილობებს იწვევს.

Lampreys - ეს არის თევზის სახეობა, რომელიც დედამიწაზე უკვე 360 მილიონი წელია ცხოვრობს. ისინი სხვა ზღვის ცხოველებს ტანზე ერჭობიან და სისხლს სწოვენ. მათი პირის აგებულებისა და ცხოვრების წესის გამო, ამ სახეობას თევზი-ვამპირი უწოდეს.

,,ახალი აღმოჩენის საფუძველზე, ჩვენ შევძლებთ გავაკონტროლოთ ნეირონების ერთმანეთთან ურთიერთქმედება და ნეირომედიატორების გადაცემა’’- განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, მაიკლ ბრუჰასმა.

ბრუჰასის განცხადებით, ნეირობიოლოგიაში საკმაოდ პერსპექტიულია სხვა და სხვა ცილების გამოყენება, რომლებიც ცხოველებში,  ბაქტერიებსა და მცენარეებში წარმოიქმნება.

აღმოჩენას მეცნიერები კვლევებში გამოიყენებენ, რათა უკეთ შევისწავლოთ სტრესის, დეპრესიის, დამოკიდებულებისა და ტკივილის მკურნალობის ახალი ტექნოლოგიები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system