თავში

ტრიბუნიდან ჩამოვარდნილი კატა დროშით გადაარჩინეს - VIDEO

​ტრიბუნიდან ჩამოვარდნილი კატა დროშით გადაარჩინეს
ტრიბუნიდან ჩამოვარდნილი კატა დროშით გადაარჩინეს - VIDEO

აშშ-ის ქალაქ მაიამიში "Appalachian State-ისა" და "Miami-ს" შორის საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონის ზედა იარუსიდან კატა გადმოვარდა. ის მავთულებზე კლანჭებით ჩამოეკიდა.

გულშემატკივრები მის გადარჩენას ზემოდან ცდილობდნენ, თუმცა ვერ წვდებოდნენ. ამასობაში კატა ერთ თათზე ჩამოეკიდა.

ქვევით კი გულშემატკივრებმა დროშა გაშალეს და კატის დასაჭერად მოემზადნენ. კატა ჩამოვარდა დროშაზე და გადარჩა.

ამის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა ცხოველი ვეტერინართან მიიყვანეს. მას არანაირი ტრავმა არ აღენიშნებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system