თავში

12 წლის მხატვარმა NFT-ით $5,8 მილიონი გამოიმუშავა

12 წლის მხატვარმა NFT-ით $5,8 მილიონი გამოიმუშავა
12 წლის მხატვარმა NFT-ით $5,8 მილიონი გამოიმუშავა

12 წლის მხატვარი NFT-ის საკოლექციო ჩანახატების გაყიდვით 5,8 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ამის შესახებ გამოცემა Interesting Engineering წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გრძელი კისრის მქონე ქალების პორტრეტებმა 12 წლის გოგონა მილიონერად აქცია. გარდა ამისა, იგი TIME-ის პირველი რეზიდენტი მხატვარი გახდა. 

ნაილა ჰეისმა ნახატების კოლექცია  NFT ნიშნით გაყიდა. მისი პირველი კოლექცია 75 ციფრული ნახატისაგან შედგებოდა, ხოლო მეორე 3 333 ქალის პორტრეტისაგან. ნახატები რამდენიმე საათში გაიყიდა. საერთო ჯამში, NFT-ის გაყიდვამ ახალგაზრდა მხატვარს 1394 ეთერიუმი (5,8 მილიონი აშშ დოლარი) მოუტანა.

ჰეისმა ხატვა ოთხი წლის ასაკში დაიწყო. როდესაც ის ცხრა წლის იყო, მშობლებმა მას სმარტფონი აჩუქეს, რათა ციფრულად ეხატა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system