თავში

15 დაუჯერებელი ფაქტი ცხოველთა სამყაროს შესახებ - PHOTO

15 დაუჯერებელი ფაქტი ცხოველთა სამყაროს შესახებ
15 დაუჯერებელი ფაქტი ცხოველთა სამყაროს შესახებ - PHOTO

ევოლუციამ ცხოველებს ისეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობები შესძინა, რომ მათი დაჯერება ხშირად წარმოუდგენელია. მათ ისეთი საშუალებები აქვთ, რითაც ადამიანი თავს ვერ მოიწონებს. ცხოველებზე დაკვირვების, მათი ქცევისა და ფიზიოლოგიური მახასიათებლების კვლევისას, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო აღმოაჩინეს. 

ჩვენ გიამბობთ 15 ფაქტის შესახებ, რომელიც ადამიანებისთვის უცხოა, თუმცა ცხოველთა სამყაროში ჩვეულებრივ მოვლენადაა მიჩნეული. 

1. კვლევებმა აჩვენა, რომ გარეულ შიმპანზეებს ისევე უყვართ ალკოჰოლი, როგორც ადამიანებს. ისინი რეგულარულად სვამენ პალმის წვენს, რომელიც ალკოჰოლის 3%-იანი შემცველობით ხასიათდება.

2. ბევრი ახალშობილი ბავშვი დასამშვიდებლად პირში ცერა თითს იდებს. ახლადდაბადებული სპლიყვისთვის კი იგივე ფუნქციას ხორთუმი ასრულებს.

3. ვეფხვის შეფერილობა არა მისი ბეწვით, არამედ კანით განისაზღვრება. თუკი ვეფხვს გავპარსავთ, ვნახავთ, რომ მისი კანიც ფერადი ზოლებით არის დაფარული.

4. გრიზლის ყბები იმდენად ძლიერია, რომ მას ბოულინგის ბურთის გატეხვაც კი შეუძლია.

5. ზღვის წავები ძილს წყალში, ზურგზე მწოლიარეები ამჯობინებენ. ამ დროს მათ თათები ზემოთ აქვთ აწეული რათა შემთხვევით, ინსტიქტურად არ გაცურონ.

6. მდელოს ძაღლებსა და ადამიანებს ერთი საერთო ჩვევა აქვთ - ისინი შეხვედრისას ერთმანეთს კოცნიან.

7. კატები კნავილს მხოლოდ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობისას ამ ხმას არ გამოსცემენ (თუ არ ჩავთვლით დაპირისპირების მომენტებს).

8. თუ თქვენ ვირთხები გეზიზღებათ, თავს კანადის პროვინცია ალბერტაში კარგად იგრძნობთ. ეს ადამიანებით დასახლებული ყველაზე დიდი ადგილია დედამიწაზე, სადაც ვირთხები არ არსებობენ.

9. ლურჯმა კარდინალმა მიმინოს ხმის გამოცემა ისწავლა, რათა თავისი ბარტყები მტაცებლებისგან დაიცვას.

10. სხივფარფლიანთა ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს ქლოუნფიშს სქესის შეცვლა შეუძლია. ის მამრი იბადება და ასე ცოცხლობს მანამ, სანამ შეჯვარების პერიოდი არ დგება. ამ დროს პოპულაციის მხოლოდ მცირე ნაწილი იცვლის სქესს.

11. არსებობს სხივფარფლიანთა კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კბილების ორი თანწყობა აქვს.

12. იხვებს სერფინგი მოსწონთ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ფრინველები წყალზე ფიცრებითა და სხვა მოტივტივე საგნებით კარგად სრიალებენ.

13. ვომბატის განავალი კუბის ფორმისაა.

14. მდედრი ღამურები თავდაყირა დაკიდებულები მშობიარობენ. მათ უნდა შეძლონ ახალშობილის ფრთებით დაიჭერა. ამ პროცესში, დაცემისაგან ბევრი ღამურა იღუპება.

15. ცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთი ადამიანი კატის ბეწვზე ალერგიულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კატებსაც შეიძლება ჰქონდეთ ალერგია ადამიანებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system