თავში

2022 წელი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება

2022 წელი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება
2022 წელი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება

მომავალი 2022 წელი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება. Report.ge-ის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ამინდის სამსახური აქვეყნებს.

კლიმატოლოგების პროგნოზით, მომავალ წელს პლანეტის საშუალო ტემპერატურა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 0,97-1,21 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იქნება.

ამრიგად, 2022 წელი მერვე წელი იქნება, როდესაც ტემპერატურა ერთი გრადუსით აღემატება პრეინდუსტრიულ მაჩვენებელს.

თუმცა, საშუალო ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე 2015 წელს. ეს დიდწილად განპირობებულია წყნარ ოკეანეში ტროპიკულ ლანინას ეფექტთან, რაც  ტემპერატურის შემცირებას იწვევს.

რეკორდული, ყველაზე ცხელი წლების სერია 2015 წელს დაიწყო. ეს იყო პირველი წელი, როდესაც პლანეტაზე საშუალო ტემპერატურამ ერთი გრადუსით გადააჭარბა პრეინდუსტრიულ დონეს. 

2022 წლის პროგნოზი ეფუძნება გლობალურ მოდელებსა და ტენდენციებს, მაგრამ არ მოიცავს არაპროგნოზირებად მოვლენებს, როგორიცაა ვულკანური ამოფრქვევა, რამაც შეიძლება  მოკლევადიანი გაგრილება გამოიწვიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system