თავში

2100 წლისთვის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 125-132 წელი გახდება

2100 წლისთვის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 125-132 წელი გახდება
2100 წლისთვის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 125-132 წელი გახდება

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსთვის,  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შესაძლოა 125-132 წელი გახდეს. შესაბამისი კვლევა სამეცნიერო გამოცემა Demographic Research-ში გამოქვეყნდა.

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი საფრანგეთის მოქალაქე ჟან ლუიზა კალმენი იყო, რომელმაც 122 წელი იცოცხლა და  1997 წელს გარდაიცვალა. ამ დროისთვის პლანეტის უხუცესი ადამიანი იაპონელი ქალი, კანე ტანაკია, რომელიც 118 წლისაა.

კვლევის დროს მეცნიერებმა ჩაატარეს სტატისტიკური მოდელირება, რაც იგი მოიცავდა ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა მედიცინის განვითარება, გენეტიკა და სხვა მახასიათებლები.

აღმოჩნდა, რომ საუკუნის ბოლოს ადამიანებს 125-132 წლამდე ცხოვრება შეეძლებათ. ექსპერტების აზრით, ალბათობა იმისა, რომ 2100 წლამდე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 126 წლამდე გაიზრდება 89%-ისა. იმის ალბათობა, რომ 128 წლამდე იცოცხლებენ - 44%, ხოლო 130 წლამდე - 13%. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system